euronews: ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული რჩება, თუმცა ბრიუსელს „შანტაჟში“ ადანაშაულებს და სადავო კანონების გაუქმებაზე უარს ამბობს
პოლიტიკა • 1793728800
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკის „ძალიან ერთგული“ რჩება, თუმცა არ შეუთავაზებია გეგმა, თუ როგორ აპირებს შეჩერებული ინტეგრაციული პროცესის განახლებას. ამის სანაცვლოდ, მან ბრიუსელი პოლიტიკურ „შანტაჟში“ დაადანაშაულა და უარი თქვა იმ ორ სადავო კანონპროექტზე გადახედვაზე, რომლებიც ბრიუსელთან უთანხმოების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ამის შესახებ სტატიას euronews-ი აქვეყნებს.
სამშაბათს, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ურთიერთობების გაუარესებაში პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ ევროკომისიას დააკისრა და უარი თქვა იმ კანონების გადახედვაზე, რომლებმაც საქართველოს ევროპულ ამბიციებს პროცესი შეუჩერა.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2022 წელს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ წარადგინა. თუმცა, ევროკომისიამ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური რეფორმების კუთხით არასაკმარისი პროგრესის საბაბით საქართველოს თავდაპირველად კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა.
„ეს დიდი შეცდომა იყო. ეს იყო სრულიად გაურკვეველი, რადგან ამის საფუძველი არ არსებობდა. ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასებები და ქულები საქართველოსა და სხვა ქვეყნების შესახებ და საქართველო ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდა, ვიდრე მოლდოვა ან ბოსნია. თუმცა ამ ქვეყნებმა მიიღეს კანდიდატის სტატუსი“, — განაცხადა კობახიძემ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
მან ევროკომისია პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ოპოზიციური ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს, რომლებიც, მისი თქმით, ევროპული და სხვა უცხოური დონორების მიერ ფინანსდებოდა.
საბოლოოდ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, თუმცა ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა. რამდენიმე თვეში ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეაჩერა.
2026 წლის ნოემბერში თბილისმა ცალმხრივად განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე არ მოითხოვდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ხაზგასმული იყო სერიოზული დემოკრატიული უკუსვლა სასამართლო სისტემიდან მედიის თავისუფლებამდე.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, კობახიძემ პასუხისმგებლობა ისევ ბრიუსელს დააკისრა.
„თუ ევროკომისია გადაწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს ევროკომისია იყო, რომელმაც საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერება გადაწყვიტა.
როდესაც ვისმეს სურს რაიმეს შეცვლა საქართველოში, მათ ჩვენთან უნდა ისაუბრონ. მაგრამ ახლა პრობლემა ის არის, რომ ისინი ჩვენ არ გველაპარაკებიან. ისინი არ არიან მზად ჩვენთან ლაპარაკისთვის“, — განაცხადა კობახიძემ.
ჩიხიდან გამოსასვლელად კონკრეტულ ნაბიჯებზე დასმულ კითხვაზე კობახიძემ მხოლოდ ევროკომისიასთან საჯარო დისკუსიების გამართვის მზაობა გამოთქვა. მან კვლავ აღნიშნა, რომ ბრიუსელის შეფასება საქართველოს შესახებ მცდარია და პოლიტიკურ შანტაჟს წარმოადგენს.
ამასთან, პრემიერმა კატეგორიულად გამორიცხა იმ ორი კანონის გაუქმება, რომლებიც უთანხმოების მთავარ მიზეზად რჩება: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული რეესტრის. ორივე ინიციატივა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა და მმართველ პარტიას მათი გადახედვისკენ ორჯერ მოუწოდა.
ვენეციის კომისიის სამართლებრივ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის მიზნები არ იყო მკაფიო, ზოგიერთი განმარტება იყო ბუნდოვანი, ხოლო სისხლისსამართლებრივი სანქციები — არაპროპორციული.
კობახიძის მტკიცებით, ამ კანონების გაუქმების მოთხოვნა საქართველოს სუვერენიტეტს არღვევს:
„საქართველოს პარლამენტმა ღირსებით მიიღო კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, — განაცხადა მან და ვენეციის კომისიაც პოლიტიკურ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
მან ბრიუსელის მოთხოვნები საბჭოთა ეპოქას შეადარა, როდესაც საქართველო ვალდებული იყო, მოსკოვის დირექტივებს მიჰყოლოდა: „ჩვენ გვსურს ევროპასთან განსხვავებული მიდგომა გქონდეს“.
ინტერვიუს განმავლობაში კობახიძე ევროკომისიას ორმაგ სტანდარტებში, პოლიტიკურ ჩარევასა და თბილისთან დიალოგზე უარის თქმაში ადანაშაულებდა. მიუხედავად ამისა, მას არ შეუთავაზებია ჩიხიდან გამოსვლის მკაფიო გზა და არც იმაზე მიუნიშნებია, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის ძირითადი წუხილების გასათვალისწინებლად მზადაა.
კითხვაზე, თუ რატომ სურს საქართველოს კვლავ ევროკავშირში გაწევრიანება, პრემიერმა უპასუხა, რომ ის „ოპტიმისტურად“ არის განწყობილი და სჯერა, რომ ევროკავშირი შეიცვლება — არა მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაში, არამედ მთლიანად, გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ერთმანეთთან — ევროკავშირი და საქართველო — რომ გვსურს ევროკავშირში ვიხილოთ დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ეკონომიკურად ძლიერი და სუვერენული საქართველო. თუ ისინი ამაზე თანახმა არიან, ყველაფერი გაგრძელდება“, — აღნიშნა მან.
ევროკომისიის ანგარიშები მოწონებულია ევროპული საბჭოს მიერ, რომელიც წარმოადგენს 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს, რომლებმაც ერთხმად უნდა დაუჭირონ მხარი კანდიდატის ევროკავშირში მიღებას. ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ მტრული რიტორიკა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის წინააღმდეგ.
-----
ირაკლი კობახიძის გამოსვლა გადაიცემოდა ქართული ტელევიზიების პირდაპირ ეთერებშიც. სამთავრობო მედიებს მოუწიათ გაეშუქებინათ ის კრიტიკული კითხვები, რომელსაც მოდერატორი უსვამდა საქართველოს მთავრობის მეთაურს.
მოდერატორმა კობახიძეს ჰკითხა, თუ ვინ არიან ის „ევრობიუროკრატები“, რომლებსაც ის ხშირად აკრიტიკებს — მოიცავს თუ არა ეს 27 წევრ ქვეყანას.
კობახიძე: „დიახ, ყველა ის ქვეყანა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“.
მოდერატორი: „ვენეციის კომისიაც ევროპული ბიუროკრატიაა, ევროკომისიაც და 27 ქვეყნის ლიდერებიც, ისინი ბიუროკრატიის ნაწილი არიან. მაშინ, ბატონო, საერთოდ რატომ გსურთ ამ ევროკავშირში გაწევრიანება?“
კობახიძე: „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ისინი შეიცვლებიან“.
მოდერატორი: „ეს სერიოზული თემაა. ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს. თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, იცით, რომ 27 ქვეყანა არ იტყვის — „ჩვენ შევიცვლებით, რომ მოვერგოთ საქართველოს“. ისინი იტყვიან: „თქვენ გინდათ ჩვენს კლუბს შემოერთდეთ, თქვენ გჭირდებათ შეცვლა. თუ ეს არ გსურთ, თავისუფლები ხართ — შეგიძლიათ აქ არ იყოთ“.
საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, ქვეყანა ევროკავშირში „ღირსებით“ შევიდეს:
„ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“.
ღონისძიებაზე ჟურნალისტმა კობახიძეს უთხრა, რომ „არიან ევროპელი ლიდერები, რომელთაც მასთან ერთად ფოტოს გადაღება არ სურთ“, რადგან მათ საერთო ღირებულებები არ აქვთ.
იქიდან გამომდინარე, რომ საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, „მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“,
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










