ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

პოლიტიკა 1778827689

ემიგრანტები

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 2025 წელს და მხოლოდ ერთ წელში, შენგენის ზონაში შესვლაზე 132,600 ადამიანს უთხრეს უარი. ეს არის სტატისტიკური მონაცემი, რომელიც  დეპორტაციის შესახებ უახელს ანგარიშში წერია. ევროსტატი წერს, რომ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია  გერმანიიდან განხორციელდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დატოვების ორდერი ჯამში 491,950 ადამიანზე გაიცა, რაც 2024 წელთან შედარებით 5.8%-იანი მატებაა. რეალურად კი გასულ წელს ევროკავშირიდან მესამე ქვეყნის (იგულისხმება არაწევრი ქვეყანა) მოქალაქე 135,460 ადამიანი დააბრუნეს სამშობლოში. რეალური დეპორტაციის მაჩვენებელი 2024 წელს განხორციელებული დეპორტაციების ჯამურ რაოდენობას (112,040) 20.9%-ით აღემატება.

ევროსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია მესამე ქვეყანაში გერმანიიდან განხორციელდა (29,295), შემდეგი იყო საფრანგეთი (14,940), მესამე ადგილზე კი შვედეთი იმყოფებოდა (11,250).

სამწუხაროდ, ევროსტატის გამოქვეყნებულ ანგარიშში დეპორტირებული ან ქვეყანაში უკანონოდ მყოფად ცნობილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

კერძოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებლებით, საქართველო 2025 წელს მეორე პოზიციას იკავებდა. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირიდან საქართველოს 10,475 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. ამ მაჩვენებლით სიაში პირველ ადგილზე თურქეთია (13,405), მესამე ადგილზე კი სირია (8,370).

2024 წელს ევროკავშირიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 12,050 იყო, რაც დაახლოებით 20%-ით აღემატება 2025 წლის მაჩვენებელს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გალტ
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს

გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348689

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1781348549

საბა სხვიტარიძე
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ“ - საბა სხვიტარიძე

"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...

პოლიტიკა 1781348435

ვლადიმერ პუტინი
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება

რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1781346648

არჩილ გორდულაძე
„ძალადობის გუშინ გავრცელებულ კადრებსაც ვერ ვნახავდით, ამ ახალ გუნდს რომ არ გამოევლინა და მოძალადეები არ დაესაჯა სამაგალითოდ“ - არჩილ გორდულაძე

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...

პოლიტიკა 1781346587

კახა კალაძე
„ბევრჯერ გვითქვამს, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ვიღაცამ თითის დაქნევით ელაპარაკოს ქართველ ხალხს და სახელმწიფოს, წარმოუდგენელია“ - კახა კალაძე

„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...

პოლიტიკა 1781346058