„ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან, თუ ეს დღის წესრიგში დგას - არავინ ამბობს უარს ამაზე“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1732970705

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები სიცრუეა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა, საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაუხსნას.
„ჩვენ ორი დღის განმავლობაში, ვისმენდით ცრუ განცხადებებს, თითქოს, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ტყუილი და სამარცხვინო განცხადებაა, რომელიც, მათ შორის, ევროკავშირის ელჩისგან მოვისმინეთ. აქ იკვეთება ის სპეკულაციები და მანიპულაციები, რაც საქართველოსთან მიმართებაში აქვთ. მე გუშინაც ვთქვი, პრემიერმაც ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ დეკემბერში იმართება ევროკომისიის სხდომა. მათ აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მოლაპარაკებები გაუხსნან. თუ ეს დგას დღის წესრიგში, არავინ ამბობს უარს ამაზე, როგორც ამას თავად წარმოაჩენენ. გახსნან მოლაპარაკებები და ნახონ, ხელისუფლება მიიღებს თუ არა ამას. შესაბამისად, ეს ყველაფერი „თითიდან გამოწოვილია“. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის პროცესს ვაგრძელებთ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი გვაქვს მოწერილი და რაც არის გათვალისწინებული, იმ დღის წესრიგს მივყვებით. 2028 წლისთვის ჩვენ 90%-ზე მეტი ვალდებულება გვექნება შესრულებული და უკვე მზად ვიქნებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ მოეწონა, ახლა კი საზოგადოების დაპირისპირებას ცდილობენ.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიც და მოლაპარაკებების გახსნაც ფორმალობაა და ამას თავადაც ამბობდნენ. ჯერ ხომ გვაშანტაჟებდნენ, სანამ კანდიდატის სტატუსს მოგვცემდნენ. ამას იყენებდნენ იმისთვის, რომ საზოგადოება ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ, მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია, სისხლისღვრა, მაგრამ არ გამოუვიდათ. დღეს, უკვე ახალი იარაღი აქვთ - მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის სახით. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, გახსნან მოლაპარაკებები, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს შანტაჟისთვის იყენებენ, რომ არეულობა მოახდინონ. მათ არჩევნებში მიღებული შედეგები არ მოეწონათ, აგენტურამ და ქვეყნის მოღალატეებმა რომ ვერ გაიმარჯვეს. შესაბამისად, დღეს, ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ჩვენ გამოვაცხადეთ და ამას ბოლომდე გავიყვანთ. გინდათ გადალაგება დაარქვით, რაც გნებავთ დაარქვით - ამ ამბავს სულ რომ შევეწიროთ, საქართველოში კორუფცია ისეთ დაბალ ნიშნულზე იქნება, რომ ჩვენ მსოფლიოში სამეულ...
პოლიტიკა • 1752730533

საქართველოს გენერალური პროკურატურა "მთავარ არხში" შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, "მთავარი არხი"-ს და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, საგამოძიებ...
პოლიტიკა • 1752729804

როდესაც რაიმე გვსურს — ნივთი, მოგზაურობა, სწავლა, კარიერული წინსვლა — პირველი, რაც ხშირად გონებაში ჩნდება, შეკითხვაა - „საიდან მოვიტანო ამისთვის თანხა?“ - რადგან სურვილს თან სდევს ფინანსური წნეხი. თ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729642

სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც ისინი სრულიად უფასოდ სწავლობენ ტექნოლოგიებს და ეუფლებიან მომავლის პროფესიებს. გოგონების მეტი ჩართულობისათვის თიბისი, კრეატ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729572

ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1752729205

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა თავის სამი წლის წინანდელ ფეისბუქ-პოსტს აზიარებს, სადაც წერდა:,,..მე ვერ ვიქნები თქვენნაირი, Без роду, без племени! ზვიად გამსახურდიას როცა ქოლავდნენ “ახალი ქართველები”, მე კა...
სოცმედია • 1752698312