„ევროკომისიის ცხრავე დათქმა თანაბრად მნიშვნელოვანია, გვინდა ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით“ - ჰერჩინსკი

პოლიტიკა 1700551859    102

„ბორელმა საქართველოში EU-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 დათქმაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 9-ვე მათგანი მნიშვნელოვანია. ჰერჩინსკის თქმით, იმისთვის, რომ საქართველო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს, ყველა ნაბიჯი უნდა შეასრულოს.

 

მისივე თქმით, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც პროცესში თავისი როლი აქვს.

"8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა პოზიტიური რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის ეს რეკომენდაცია განხილული იქნება ევროპის 27 სახელმწიფოს ლიდერების მიერ 14-15 დეკემბერს. მე იმედი მაქვს, წევრი ქვეყნები  გაითვალისწინებენ ევროკომისიის რჩევას და მიიღებენ პოზიტიურ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროკომისიამ პოზიტიურ რეკომენდაციასთან ერთად განსაზღვრა 9 ნაბიჯი. ამ 9 ნაბიჯიდან ზოგიერთი უკვე ძალიან ცნობილია, რადგან ისინი 12 რეკომენდაციას შორის იყო და განხორციელების პროცესშია. ზოგი კი ახალია. მაგალითად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლა, ასევე, მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. საარჩევნო პროცესი უნდა იყოს იმდენად სამართლიანი და თავისუფალი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

თუ თქვენ მეკითხებით რომელი ნაბიჯია ყველაზე მნიშვნელოვანი? - ყველა მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია და ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პროგრესი ყველა მიმართულებით. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ 9 ნაბიჯის შესრულება დაიწყება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ გვინდა ვნახოთ, რომ ყველა თავის როლს ასრულებს - ხელისუფლება არის ინკლუზიური, ოპოზიცია კონსტრუქციული. იმისთვის, რომ საქართველომ ძალიან სწრაფად გადადგას შემდეგი ნაბიჯები გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, რათა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია," - ამბობს ჰერჩინსკი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეორადი პური
“მეორადი” პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში?” – რას წერს თამარ ბუჩუკური

"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში  იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...

სოცმედია 1702239900

ჩერგოლეიშვილი თამარ
“ეს ყველაზე ცუდი სცენარია” – რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...

სოცმედია 1702239300

გაუპატიურება
„რომც მოკვდეს ციხეში, მკვდარიც არ მომიტანონ...“ - 48 წლის კაცი, 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...

კრიმინალი 1702239000

პოლიცია
მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით - მამაკაცი ყოფილ ცოლს და დასახმარებლად მოსულ პირებს სასტიკად გაუსწორდა

ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...

კრიმინალი 1702238700

დომენიკ მანგო
"ქართული ოცნება კიდევ 50 წელი არ შეიცვლება, თუ ეს ოპოზიცია ეყოლება საქართველოს" - რას აცხადებს დომენიკ მანგო (ვიდეო)

„ქართული ოცნების“  ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...

სოცმედია 1702238460

მირცხულავა გოჩა
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს..." - რას წერს გოჩა მირცხულავა

"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...

სოცმედია 1702238100