„ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს“ - მამუკა მდინარაძე
პოლიტიკა • 1728464809
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.
მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს "გამჭვირვალობის კანონის" გაუქმებას, ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.
"ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს:1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი!2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი!3. გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი!4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში!5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს!მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია! ჩვენი პასუხი ასეთია:მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...
მსოფლიო • 1771158474
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...
საზოგადოება • 1771157003
"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...
პოლიტიკა • 1771156925
მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...
საზოგადოება • 1771154696
ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...
მსოფლიო • 1771147903
დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...
კრიმინალი • 1771147335












