ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
პოლიტიკა • 1791484975
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებულ დოკუმენტს მხარი 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 37 წინააღმდეგი იყო, ხოლო 97-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
ძირითადი აქცენტები და მოთხოვნები:
-
საკონსტიტუციო სარჩელის გაწვევა: ევროპარლამენტარები მკაცრად გმობენ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობას და ითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოდან შესაბამისი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ქვეყნის „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა, რაც რუსეთისა და ბელარუსის მოდელებს არის შედარებული.
-
ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე: დოკუმენტში შეშფოთებაა გამოხატული საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ევროპარლამენტარების შეფასებით, 23 სექტემბერს ახალი მოსამართლეების დანიშვნამ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ გააჩინა.
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება: რეზოლუცია ითხოვს ყველა პოლიტიკური პატიმრის — მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას — დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე „საბოტაჟის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებისა“ და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
-
მოწოდება პერსონალური სანქციებისკენ: დოკუმენტში კონკრეტულად არიან დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე, როგორც პირები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა დაწესდეს.
-
გერმანული ფონდების საქმიანობის შეჩერება: რეზოლუციაში ყურადღება გამახვილებულია საკანონმდებლო ცვლილებების გამო გერმანული პოლიტიკური ფონდების შეზღუდვაზე. კერძოდ, აღნიშნულია, რომ 2026 წლის 30 სექტემბერს თბილისში ოფისები დახურეს კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა. საქართველოში გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის (2 ოქტომბრის) განცხადებით, ოთხივე გერმანული ფონდი იძულებული გახდა საქმიანობა დროებით შეეჩერებინა.
რეზოლუციის ბოლოს ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ უცხადებს სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...
სპორტი • 1794602917
14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...
ეს საინტერესოა • 1794600374
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...
საზოგადოება • 1794598054
ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...
მსოფლიო • 1794595089
სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...
მსოფლიო • 1794591096
როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...
პოლიტიკა • 1794584851










