ევროპელი პოლიტიკოსები მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ

პოლიტიკა 1738671927

მზია ამაღლობელი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე ევროპელი პარლამენტარების, პოლიტიკოსებისა და მკვლევრების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ისინი გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ და ამ მიზნით გადამწყვეტი საერთაშორისო მოქმედების მოწოდებით გამოდიან.

განცხადებაზე ხელმომწერები ამაღლობელის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შესაძლო შედეგზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.

 

"ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და იმ მრავალი პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ განხორციელებული დარბევის შედეგად, რომელიც 69-ე დღეა გრძელდება და ბოლო პერიოდში შესამჩნევად გაუარესდა.

ვინაიდან მზია ამაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიშ კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და პატიმრობაში დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება", - ვკიხთხულობთ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად.

ამასთან, ისინი ევროკავშირს სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და სულხან თამაზაშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენ.

"ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიმართულია ევროატლანტიკური გზის ირგვლივ ქართული მოსახლეობის მასობრივი მობილიზაციიდან ყურადღების გადასატანად. ევროატლანტიკური გზის, რომელიც დაფიქსირებულია არა მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციაში, არამედ იმ ხალხის ნებაშიც, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქიულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების შედეგად უღალატა. ქართველი ხალხი არ გაჩუმდება და არც მისი ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არც დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით, რომლებიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებასა და ახალი არჩევნების ორგანიზებას დამოუკიდებელი ზედამხედველობის ქვეშ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე", - აცხადებენ პარლამენტარები.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ივანიშვილი აქტივები
"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - "აი ფაქტი"

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" - ამ სათაურით აქვეყნებს "აი ფაქტი" ვრცელ სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოეთიდან საქართველოში ქონების გადმოზიდვისა და ქართული ეკ...

პოლიტიკა 1739805198

ზურა ჩხაიძე ვივა მედი
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ახლობლებს მიმართავს. „[მზია ამაღლობელის] ზოგადი მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ყველ...

პოლიტიკა 1739804012

საქბანკი ბიზნესღონისძიება
საქართველოს ბანკის ინიციატივით,  ბიზნესებისთვის შეხვედრა „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება და ამჯერად, 19 თებერვალს  შეხვედრა - „როგორ შევარჩიოთ ბიზნეს პარტნიორი“ ჩატარდება....

ბიზნესი & ეკონომიკა 1739800834

რიმა ბერიძე
„რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" კვერცხები, „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის“ - რიმა ბერაძე გახარიაზე

„გიორგი გახარიას ნათქვამს ახლა მთლად ნუ დაიჯერებთ, რატომ უნდა ესროლა „ქართულ ოცნებას" [კვერცხები], „ოცნება" არავის არაფერს არ უგზავნის.იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიცრუეს ლაპარაკობს... აღარ გვჯერა იმიტომ,...

პოლიტიკა 1739800689

მაჭარაშვილი
„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“ - გურამ მაჭარაშვილი 

„ვინ იყო ან ვინ იქნებოდა დღეს გიორგი გახარია, რომ არა „ქართული ოცნება“?! არავინ! ის არავის აინტერესებდა და არც არავის დააინტერესებდა“ - გურამ მაჭარაშვილი 

პოლიტიკა 1739800593

ზელენსკი
„საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინამ არაფერი იცოდა, ასეთი მოლაპარაკებებით მიღწეულ შეთანხმებებს არ ვაღიარებთ“ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ვიზიტი საუდის არაბეთში, კავშირში არაა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებთან, რომელიც სამშაბათს იგეგმება. მისივე თქმით, უკრაინისთვის ამ მოლაპარაკებების შესახებ არაფერი იყო...

რუსეთ-უკრაინის ომი 1739800408