ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

პოლიტიკა 1772896140

ოპოზიციის ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება და გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნეს.

როგორც ალიანსის წევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, დემოკრატიული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო თანამშრომლობა გადამწყვეტი იქნება ბიძინა ივანიშვილის კრიმინალური, ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ალიანსი სამოქალაქო ჯგუფებთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებს, როგორც პროტესტის გაფართოებისთვის, ისე მეტი მოქალაქის დასარწმუნებლად, რომ ცვლილება მათ სასიცოცხლო ინტერესშია. მათი განცხადებით, ოპოზიციური ალიანსის მიზანია ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნა რეჟიმის შესაცვლელად, რათა ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით დაიბრუნოს მიტაცებული სახელმწიფო.

9 ოპოზიციური პარტია გამარჯვების საერთო სტრატეგიასა და თანამშრომლობის წესებზე 2 მარტს შეთანხმდა.  ალიანსში  შედიან შემდეგი პოლიტიკური სუბიექტები:

  • ახალი
  • გირჩი — მეტი თავისუფლება
  • დროა
  • ევროპული საქართველო
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  • თავისუფლების მოედანი
  • სტრატეგია აღმაშენებელი
  • ფედერალისტები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტრამპ თაუერი
თბილისში 70-სართულიანი Trump Tower-ი აშენდება - The Wall Street Journal-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ორგანიზაცია და მისი პარტნიორი კომპანიები თბილისში 70 სართულიანი ცათამბჯენის Trump Tower-ის აშენებას გეგმავენ გამოცემის ინფორმაციით, ცათამბჯენი მოიცავს ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1776583264

მირცხულავა
„ჯერ უფროსი შვილის ფანტომობით კვება საზოგადოება და მორალური ზიანი მოაყენა, მერე - მეორე შვილისადმი მთელი სამთავრობო ვერტიკალოს ლაქიაობის დემონსტრირება მოახდინა დ ისიც დააზიანა, ახლა მესამეს იმეტებს - რათა კაცო, რათა?“ - გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც "უფლისწული" შემოგყავს პოლიტიკაში. ნეტა, შვილებს რას ერჩიან, რატომ მტრობენ მათ? იმაზე საუბარი, რომ შვილი - კარგი ბიჭია (გოგოა), სრულიად უა...

სოცმედია 1776583076

ნეთანიაჰუ ტრამპი
„ისრაელმა დაამტკიცა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეა“ - ტრამპი

„მოსწონს თუ არა ხალხს ისრაელი, მათ დაამტკიცეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესანიშნავი მოკავშირეები არიან. ისინი არიან მამაცები, გაბედულები, ერთგულები და გონიერები; სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით...

მსოფლიო 1776582759

გლაგოლი
კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს - უკრაინის გენერალური პროკურორა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გუშინ კიევში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ტერორისტული მუხლით მიმდინარეობს | ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო Telegram-არხ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1776582533

პროკურატურის შენობა თბილისში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტები - "საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა

"საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

კრიმინალი 1776582471

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე ისევ დაიბლოკა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საზღვაო გზის, ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის მიმართ გაჩენილი მოკლევადიანი იმედის შემდეგ, ვითარება კვლავ გაუარესდა და 24 საათზე ნაკლებ დროში მკვეთრად შეიცვალა,...

მსოფლიო 1776582355