ფარცხალაძის კლანის წევრები - ხაბეიშვილმა დაასახელა გვარები, ვისი მეშვეობითაც მისი თქმით, ფარცხალაძე სტრატეგიულ ობიექტებს აკონტროლებს

პოლიტიკა 1695112546    577

ფარცხალაძე მოსკოვი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ФСБ-ს აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრები გაასაჯაროვა, რომელთა მეშვეობითაც, ენმ-ის ინფორმაციით, ფარცხალაძე მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს;

"დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე მაგრამ რეალურად ის მართავს ФСБ-ს სქემებს ფინანსთა სამინისტროში, ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლივ, რადგან უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს.

მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი. ფარცხალაძე არის ფინანსური პოლიციის რეალური მმართველი, უწყება რომელიც გამოყენებულია ბიზნესის ტერორისთვის და სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის
ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი) და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს “იცავს” შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც სავარაუდოდ უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო.

ფოთის პორტს და ნავთობტერმინალს ასევე აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი “ხელი” გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია პეტროკასით." განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის რუსული ФСБ-ს გავლენების არასრული სქემა და სანქციები ფარცხალაძის შემდეგ, აუცილებლად შეეხება მისი კლანის წევრებსაც.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, აშშ-მა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "ქართველ-რუს ოლიგარქთან" რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა, რათა მას საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ მოეხდინა გავლენა. 15 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით "მიმდინარეობს საკითხის შესწავლა," თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300