ფუტკარაძის საქმე: მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

პოლიტიკა 1637835859

კირთაძე ქამადაძე

მირდატ ქამადაძე და გიორგი კირთაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ქამადაძემ "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის სტუმრის" ეთერში ისაუბრა.

საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ჩანაწერები მისივე გაკეთებულია და ისმის, როგორ სთავაზობენ 100 000 დოლარს ენმ-დან წასვლის სანაცვლოდ.

მთავარი ოპოზიციური პარტია ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს, თუმცა იქვე ამბობენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა. არსებული ინფორმაციით, სწორედ თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძეა ფუტკარაძის მოსყიდვის ერთ-ერთი ინიციატორი.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ფუტკარაძე ზეწოლა-შანტაჟით, სიკვდილამდე მიიყვანა. 

წყარო: მთავარი არხი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნიუ იორკი თავის დაწვა
ნიუ იორკის სასამართლოსთან, ტრამპის პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, მამაკაცმა თავი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კაცი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდე...

მსოფლიო 1713597680

სტუდენტი
სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, კობახიძის ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს. რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს...

პოლიტიკა 1713596794

ნათია ფანჯიკიძე
„ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ?“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სოცქსელში წერს: „ხალხო, ეს თაობა ჩვენ გავზარდეთ, წარმოგიდგენიათ? როგორ შევძელით? სამი ვერსია მაქვს - არც ისე ცუდები ვართ, როგორც ხშირად გვეჩვენე...

სოცმედია 1713596625

ლავროვი
„შვეიცარია ღიად მტრული ქვეყანაა“ - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ შვეიცარია უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო კონფერენციას ვერ უმასპინძლებს, რადგან ის ნეიტრალური ქვეყნიდან „ღიად მტრულ სახელმწიფოდ“...

მსოფლიო 1713596491

გამომცემლები
"დაუშვებლად მიგვაჩნია იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ მოგვიწოდებენ თავისუფალი, ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები" - გამომცემელთა ასოციაცია

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დაუშვებლად მიაჩნიათ იმ კანონის მიღება, რომლის გაწვევისკენ თავისუფალი, ცივილი...

პოლიტიკა 1713594042

მასწვლებელი
„რა ვუთხრა ხვალ ბავშვებს? ასე უხერხულად არასდროს ვყოფილვარ“ – მასწავლებელი რუსულ კანონზე

 მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი მელორ ცქვიტაია ფეისბუქში რუსული კანონს ეხიანება და წერს: „თითქმის სამი ათეული წელია მასწავლებელი ვარ! ასე უხერხულად...

საზოგადოება 1713593827