გააკეთოს მკაფიო განმარტებები ან შეწყვიტოს კამპანია - უგულავა "ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატზე

პოლიტიკა 1631528134

გიგი უგულავა

ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, „ქართული ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს მოუწოდებს მკაფიო განმარტება გააკეთოს მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ან შეწყვიტოს საარჩევნო კამპანია.

"ვაჭარაძე არის მსხვერპლი, რადგან სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი ნებით ხდებიან აგენტები, თანხმდებიან მოსმენას შანტაჟსა და გადაბირებას, ეს ადამიანი, როგორც ირკვევა, არის დაშანტაჟებული პირადი ცხოვრების მასალებით. ამიტომ, ის არის ცალსახად მსხვერპლი. მზად ვარ მას, როგორც მსხვერპლს გვერდზე ყველანაირად დავუდგე, იმიტომ, რომ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ამორალური და საზიზღრობა. ამავე დროს, მინდა მივმართო მას - ის იქნება მსხვერპლი საზოგადოებისა და ფოთელების წინაშე, თუ ის მკაფიო განმარტებას გააკეთებს იმ ამბავთან დაკავშირებით, რაც ვიხილეთ. ჩვენ მოვისმინეთ გამაოგნებელი რამ - იმის გამო, რომ ის სუს-მა დააშანტაჟა, ის ფაქტობრივად, მეთვალთვალედ, “ოპრიჩნიკად” მიუგზავნეს ასევე “ქართული ოცნების” დეპუტატს და ფაქტობრივ ოლიგარქს ფოთში, ბატონ ხახუბიას.

ეს არის გამაოგნებელი და ამაზრზენი. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, მსოფლიოს ოცი საუკეთესო მწერალი რომ აიღოთ, ამ ისტორიებს ვერავინ შეთხზავს და მოიგონებს. სამწუხაროდ, ეს არის რეალური ისტორიები. ბატონ ვაჭარაძეს მინდა მოვუწოდო, დღის ბოლომდე გააკეთოს მკაფიო განმარტებები ან შეწყვიტოს კამპანია, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასეთი წინაპირობით ადამიანმა საერთოდ რაიმე კამპანია აწარმოო“, - განაცხადა გიგი უგულავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163