„გადადგეს ხაბეიშვილი, პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“ – ენმ-ის თბილისის ორგანიზაცია

პოლიტიკა 1701350729    334

ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ:

“სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და  მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი.

მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის და  ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე.

კერძოდ:
1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. “თანხმობის საბჭო” (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოს და თავმჯდომარის უფლებამოსილებები.
2. “თანხმობის საბჭო” დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით.
3.  უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნას პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება “საბჭოს” დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება,  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.” ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერენ თბილისის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები:

1. ბესო გაზდელიანი;2. გელა (გრიგოლ) გვილავა;3. გიორგი მათიაშვილი;4. გიორგი ჯაბუა;5. გოჩა გუგუციძე;6. გოჩა კოკაია;7. დავით კახაძე;8. დავით ლაგვილავა;9. დავით ნებიერიძე;10. ზვიად კუპრავა11. თემო ნემსიწვერიძე;12. თენგიზ გიორგაძე;13. ლერი დემეტრაშვილი;14. მამუკა გუგეშაშვილი15. რომეო ფარულავა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მირცხულავა
„ასეთი ამჩემფეხება ხალხი როგორ ხართ, კაცო“ – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: უღმერთოებო და უსარგებლოებო! ის დაბრუნებული კაცი მოიკითხეთ მაინც? თქვენთვის მობრუნდა და იმის ღირსიც არ არის იცოდეთ სადაა, რა უჭირს, რა სტკივა, რას განიცდის, რა აწუხებს? ასე...

სოცმედია 1708563089

ხაზარაძე ივანიშვილი
“თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული” – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს “ტვ პირველიდან” მიმართა და განაცხადა: ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანო...

პოლიტიკა 1708562713

საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080