"გადი, ნუ ავრცელებს კორონას აქ" - ბათუმის საკრებულოში ერთმანეთს დეპუტატები დაუპირისპირდნენ

პოლიტიკა 1637908673

ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოში, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოცხადდა, ამიტომ ბიუროს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე საკრებულოს სხდომაზე იმიტომ გამოჩნდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოსთან ერთად ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღოს მონაწილეობა.

თავის მხრივ, რაულ თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული არ არის და მას ამის დასადასტურებლად სწრაფი ანტიგენ ტესტი აქვს გაკეთებული. თავართქილაძის თქმით, მისი მეუღლე არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია
აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან - ოპოზიციის მხარდამჭერებმა ზურაბიშვილს შეხვედრაზე თანხმობისთვის ვადა 15:00 საათამდე მისცეს

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციის მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მესამე პრეზიდენტის პატიმრობას უკანო...

პოლიტიკა 1638959761

წულუკიანი
თქვენ ხართ აღვირახსნილები - წულუკიანი ჟურნალისტს

"თქვენ ხართ აღვირახსნილები" - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ უშვებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს უწყებაში ბრიფინგების გასაშ...

პოლიტიკა 1638959418

გოგინაშვილი
დავით გოგინაშვილი: „მჯერა, რომ ვაქცინა გვიცავს და აუცილებლად ერთად უნდა დავამარცხოთ პანდემია"

„ისტორიულად ასეა, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა კაცობრიობა მრავალი საშიში ინფექციისგან“,- „თეგეტა ჯგუფის“ მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგინაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია ე...

Covid 19 1638959163

ნანუკა ჟორჟოლიანი
დიდი ეროვნული შერიგება უნდა დადგეს დღის წესრიგში ყოველთვის, როცა ეს ჩიხიდან გამოიყვანს ქვეყანას - ნანუკა ჟორჟოლიანი

შერიგების ინიციატივას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული შერიგება გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც პირველი პრეზიდენტის შვილმა შევარდნაძის პოლიციაში იმუ...

პოლიტიკა 1638958706

საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889