გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ენმ-ში - რატომ ვერ იღებენ ამომრჩევლები უნიკალურ კოდს

პოლიტიკა 1674997159    234

ენმ არჩევნები

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ.  ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ ამომრჩეველს არ მისდის და ისინი საკუთრი პოზიციის დაფიქსირებას ვერ ახერხებენ.

"თუ ის 10% რომელიც დღემდე არის გაურკვეველი, მიცემს თუ არა ხმას და ვერ შეძლებს ამ პროცედურის დასრულებას, მაშინ ეს არჩევნები ვერ გამოცხადდება შემდგარად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ არჩევნები გახანგრძლივდეს დროში და ყველა რეგისტრირებულს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 4 000- ადამიანიდან 1 500 პირზე მეტი ჩვენი მხარდაჭერია, გიოგი მუმლაძე ლიდერობს. თუ არ მოხდება გარედან ჩარევები და გარედან ზეწოლა, გიორგი მუმლაძე გახდება გამარჯვებული",- ამბობს ალექსანდრე მილორავა, გიორგი მუმლაძის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. 
აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ეს ხარვეზი დღის ბოლომდე გამოსწორდება და ვადის დამატების აუცილებლობას  ვერ ხედავენ.

 

"კენჭისყრის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება შეუძლია მხოლოდ პოლიტიკურ საბჭოს",- ამბობს ნინო კვიტაიშვილი. 
ამ დროისთვის კი დაახლოებით 36 000-ზე მეტმა აადამიანმა უკვე დაფიქსირა საკუტარი პოზიცია, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 74%-ია.

 

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ხმის მიცემასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს და ვერიფიკაციის კოდი არ მისდის, შეუძლია, დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე - 0322 47 11 55.

 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 30 იანვარს დილით, 10 საათზე დასრულდება. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 28 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის ქუჩის მოსახ...

საზოგადოება 1679934240

დოლიძე
რა ინიციატივით მიმართა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს

პარტია ,,ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ განათლების სამინისტროს ინიციატივით მიმართა, რომელიც გულისხმობს ბავშვების კვების დაფინანსებას საჯარო სკოლებში. ’’დღეს, ჩვენ აქ ვართ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის...

პოლიტიკა 1679933492

ლოგო
თათია სამხარაძის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“

არტია „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდაჭერას უცხადებს თათია სამხარაძეს და აცხადებს, რომ მსხვერპლი ქალის წინააღმდეგ ორგანიზებული სახელისუფლებო დევნა მიმდინარეობს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სრულ სოლიდარ...

პოლიტიკა 1679933222

 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157