გახარია ამბობს, რომ საქართველოში არ იმყოფება და კომისიას დისტანციურად ჩართვას სთავაზობს, მაგრამ წულუკიანი უარზეა
პოლიტიკა • 1750584378
გიორგი გახარია მზადაა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით წულუკიანის კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. ამის შესახებ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ პარტიის ლიდერი საზღვარგარეთ იმყოფება, რის გამოც კომისიაზე გამოცხადებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ამის მიუხედავად, როგორც განცხადებიდან ირკვევა, წულუკიანი გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარზეა.
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი გახარიას ე.წ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ჩორჩანას საკითხზე.
როგორც იცით, გიორგი გახარია ერთხელ უკვე წარსდგა კომისიის წინაშე 2025 წლის 14 აპრილის სხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში,
რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ - ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული.
გიორგი გახარია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს მზაობას, ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა ინწკირველი იმ მღვდელმთავართაგან ერთ-ერთია, ვინც სინდისის პატიმრების შეწყალებაზე პატრიარქის მხრიდან საუბრის დაწყებას ემხრობა. როგორც სასულიერო პირმა “ტვ პირველი...
საზოგადოება • 1778607897
„მე არაემოციური ადამიანი ვარ, ყველაფერს ჩვეულებრივ ვხედავ და მიხარია. მე რომ ვიყო ციხე არ მექნებოდა, მაგრამ ჩემზე არ არის დამოკიდებული, მე საერთოდ იმას ვიძახი, ჩემს ჭკუაზე რომ იყოს ეს ქვეყანა მოწყობილ...
პოლიტიკა • 1778601240
უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი იერიშების გამო რუსეთში ბენზინის დეფიციტი დაიწყო | ინფორმაციას The Moscow Times პროსამთავრობო გამოცემა Kommersant-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1778601094
შეკვეთილში ივანიშვილის პარკების შენახვა და მოვლა-პატრონობა სახელმწიფოს 4 741 000 ლარი დაუჯდება | ამის შესახებ კომპანიამ Starring Georgia შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა. საუბარია...
პოლიტიკა • 1778601017
„ჩვენ მოვახდენთ ნაწილებისა და შეიარაღებული ძალების წერტილოვან მობილიზებას, რომ ისინი ომისთვის მოვამზადოთ. ღმერთმა ქნას, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდეს. ჩვენ ვემზადებით ომისთვის“ | განაცხადა ბელარუ...
მსოფლიო • 1778600936
ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს: როგორ ივსება პატიმრების ბარათები რომ იცოდეთ.სინდისის პატიმრები სრულად ჩემი პასუხისმგებლობაა. პირველი დღიდან ამ წუთამდე.4 ოქტომბრის პატიმრები რომ დაგვემატნენ, გამორიცხ...
სოცმედია • 1778600879












