გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, საქართველოს პარლამენტში ჩატარება

პოლიტიკა 1632639871

გახარია გავრილოვი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ „შეცდომა იყო იმ ღონისძიების ორგანიზება, რომელშიც გავრილოვი მონაწილეობდა და რომლის ჩატარებაც საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა“.

როგორც  გახარიამ განაცხადა, გავრილოვის ქვეყანაში და პარლამენტში შემოშვების გამო, „ქვეყანამ პოლიტიკური ფასი გადაიხადა“. 
 
"გავრილოვის შემოშვება/არშემოშვება იყო ტექნიკური საკითხი, ამ ღონისძიების ჩატარება/არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. პოლიტიკურმა ისთებლიშმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი/ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება და შევასრულეთ. ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვით - იმ ვაჟბატონთან გავრილოვთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იყო, რომელიც მივაბრუნეთ უკან, რადგან მათ დარღვეული ჰქონდათ კანონი ოკუპაციის შესახებ და მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა. არც გვიკითხავს - საზღვარი დავუკეთეთ და გათავდა. შეცდომა იყო ამ ღონისძიების ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტში ჩატარება, რასაც მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოო ჯამში ქვეყანამ.

შსს-მ თავის აზრი გავრილოვის შემოშვება/არშემოშვებასთან დაკავშირებით დააფიქსირა მკვეთრად. ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიიღო გადაწყვეტილება. დეტალები გამოძიებამ გაარკვიოს" - თქვა გახარია "ფორმულას" ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900