გახარიას ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოზე სპორტის სასახლე - თეა წულუკიანი

პოლიტიკა 1663867544    618

თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ალეკო ელისაშვილის კითხვას, „ვინ გადაწყვიტა, რომ ახალი სპორტის სასახლე ამ ადგილას უნდა აშენებულიყო“, უპასუხა, რომ ეს გახარიას პრემიერობის დროს მოხდა.

„არ ვიცი, ბატონო ალეკო, კონკრეტული გვარი და სახელი, ვინ გადაწყვიტა, რომ იქ აშენებულიყო. შემიძლია გავიგო, მაგრამ არ მგონია, საინტერესო იყოს. ეს იყო გახარიას პრემიერობის დროს. დღეს ის ოპოზიციასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩემთან და ჰკითხეთ, რატომ ააშენა სასაფლაოში ახალი სპორტის სასახლე. გეთანხმებით, რომ ეს, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მატჩის დროს წამოვედი, გამოვიარე სასაფლაო. როგორც წესი ტელეფონში მაქვს ხოლმე თავი ჩარგული, ავწიე თავი და ვხედავ, რომ ბაბუაჩემის საფლავთან ვარ. გადმოვედი შუაღამისას, გავაოცე დაცვაც, მძღოლიც. ტრაგიკომედიაა. ეს ასეა, მოცემულობაა," - განაცხადა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჟურნალისტები
ტყვეობის 365 დღე… ვალდებული ვარ ვიყო იქ, სადაც წყდება საქართველოს და უკრაინის ბედი. თავისუფლება ან სიკვდილი! - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ტყვეობის 365 დღე. ეს არის ასევე ქართველების სამამულო ომი,სადაც წყდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მინდა დავს...

პოლიტიკა 1664582400

უკრაინა ნატო
"უკრაინის სიმამაცეს ალიანსის გაძლიერება შეუძლია" - ბალტიისპირეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი "სრულიად უჭერენ მხარს უკრაინის ნატოში რაც შეიძლება მალე მიღებას". მათმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა - ურმას რეინსალუმ, ედგარს რინკევიჩმა და გაბრიელ...

მსოფლიო 1664581500

სააკაშვილის ერთი წელი
“დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“ - 1 წელი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან

ერთი წლის, პირველ ოქტომბერს, დილას, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საზოგადოებას ფეისბუქით ამცნო  - “დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” . მოგვიანებით, მან ვიდეომიმართვაც გაავ...

პოლიტიკა 1664579580

საგარეო
საქართველო არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას ეხმაურება და წერს, რომ საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელო...

პოლიტიკა 1664574545

მობილიზაცია
რუსეთში ჩინოვნიკებმა მობილიზაციისგან ფულის გამომუშავების გზა გამოიგონეს

რუსეთის ფედერაციის ხაბაროვსკის მხარეში ჩინოვნიკებმა დააწესეს კორუფციული „ტარიფები“, სამხედრო მობილიზაციის გადადებისთვის - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საღამოს გამართულ ბ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1664574240

ავარია
საშინელი ავტოავარია: ზუგდიდში ავტომობილი ხეს შეეჯახა - უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი კლინიკაში გადაიყვანეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. gurianews-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომელშიც სამი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა ხეს შეეჯახა. შემთხვევის შ...

შემთხვევა 1664566802