"გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!" - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა • 1757611920
"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სრულიად - სამარცხვინო - დაჭერების სერიალს. კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი უმიზეზოდ და უკანონოდ დააკავეთ. გგონიათ, რომ ამით ხალხს დააშინებთ და გააჩუმებთ?!
თქვენივე „გუნდის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, სავარაუდოდ, ჯერ შიდა ანგარიშსწორება გაუმართეთ და შემდეგ კორუფციის ბრალდებით დააკავეთ, რადგან გგონიათ, რომ ამით საკუთარ კოლექტიურ კორუფციას გადაფარავთ!
და ვის აბრალებთ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ კონგრესში გამოსვლას?!
იმ დროს, როცა თქვენი ყოველი ნაბიჯი საქართველოს ახალ სირცხვილად იქცევა, ქვეყნის რეპუტაციას ლახავს და ნდობას უკარგავს.
ასეთი ნაბიჯებია:
-ადამიანების დაპატიმრება მოგონილი მიზეზებით;
-აქტივისტებზე ძალადობა და მათი დაკავება აზრის გამოხატვის გამო;
-პოლიტიკური ლიდერების უსაფუძვლო, ერთიმეორის მიყოლებით დაპატიმრება;
-თქვენი გუნდის უკიდეგანო კორუფციის გამოაშკარავება;
-ბინძური შიდა ანგარიშსწორებები კრიმინალური სამყაროს მეთოდებით;
-ყველა ჩვენი პარტნიორის ლანძღვა და დადანაშაულება (პრეზიდენტი ტრამპის ჩათვლით).
ეს ყველაფერი ხომ საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკაა!
მსოფლიოს წინაშე ჩვენს ქვეყანას ისე აცნობთ, თითქოს ის მხოლოდ დაჭერების, კორუფციის, ძალადობის, მეგობარი პარტნიორების მოტყუებისა და უპრინციპულობის სიმბოლო იყოს. ამით ცდილობთ, საქართველოს ნამდვილი სახე და ღირებულებები დაივიწყოს მსოფლიოს თვალში"
- წერს სალომე ზურაბიშვილი.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










