ღარიბაშვილი 20 ივნისზე: დაუშინეს და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს

პოლიტიკა 1631905430

ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრემიერ გახარიაზე საუბრისას აცხადებს, რომ "ოცნებაში" ყველა კრიზისი მან შექმნა.

იგი ამბობს, რომ ამის გამო "ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი ფასი გადაიხადა:
 
''ქართულ ოცნებაში ყველა კრიზისი გახარიამ შექმნა, რომელშიც ქართულმა ოცნებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. პირველი კრიზისი ეს იყო კლუბებში რომ შევარდა - პოლიციელები აცემინა, გამოვარდა და ვიღაცებს ვითომ მერე ბოდიში მოუხადა.

მეორე მთავარი კრიზისი - ჩაიყვანა პანკისში სპეცრაზმი - აბსოლუტურად გაუთვლელი, გაუაზრებელი, უგუნური ქმედება. ლამის შუღლი და უბედურება გამოიწვია ფართომასშტაბიანი. აცემინა ჩვენი ბიჭები, ჩვენი გმირები.

მერე იყო 20 ივნისი, გავრილოვის ღამე, რომელიც, რა თქმა უნდა, მაგის ჩავარდნაა, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო და არ იყო თბილისში. ვის უნდა გაეკონტროლებინა თუ არა უსაფრთხოების საბჭოს მდივანს და კაცს, რომელიც ვიცე პრემიერი იყო და ყველაფერი მისი კურატორობის ქვეშ იყო. შს მინისტრი იყო, საზღვარს ვინ აკონტროლებს? ვის უნდა გაეკონტროლებინა რომ ეს კაცი ნამყოფი იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე? მას უნდა შეესწავლა, ბუნებრივია. გამოიყვანა გარეთ დამწყები სპეცრაზმელი. [...] მაშინ ყველა გაგიჟებული ვიყავით, მე პარტიის ოფისში ვიყავი და ვკითხულობდი, სად არის წყალი, გაზი? დაუშინეს მერე და უდანაშაულო ადამიანებს თვალები დასთხარეს. ეს არის მისი ხელწერა" - განაცხადა ღარიბაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
18 მეტრიანი ავტობუსი
მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება.   ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდება. პი...

საზოგადოება 1711701242

იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900