ღარიბაშვილის პოლიტიკური რეპრესიები - სუს-იდან გამოჟონოლ ფაილებში კომპრომატები პრემიერზეც მოიპოვება

პოლიტიკა 1631871007

ღარიბაშვილი

რეპრესიები ირაკლი ღარიბაშვილის სახელით - სუსის საიდუმლო ფაილებში მოქმედ პრემიერზე კომპრომატებიც აღმოჩნდა. ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ დევნიდა ღარიბაშვილი ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო. ირკევა, რომ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი სამსახურიდან უშვებდა ყველას, ვინც კი ხელისუფლების კრიტიკას გაბედავდა. გაშვებულებს უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და აშინებდნენ, რომ სადმე ამბავი პრესაში არ გასულიყო.

სუს-ის მასალებში ასევე, საუბარია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ძმაზე, რომელსაც ეკლესიიდან პუტინის გინების გამო უშვებდნენ.

სამების საკათედრო ტაძრის სტიქაროსან ლევან ჭიქინაშვილს (პ/ნ 01***** ) “წმ.იოანე მხედრის" სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გრიგოლ გოგიჩაძემ (პ/ნ 080010**** ) აცნობა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ინიშნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე. აღნიშნული ინფორმაცია გ.გოგიჩაძემ შეაფასა უარყოფითად და განაცხადა, რომ ,,სუს”-ის ყოფილი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მსგავსად, ა.ჩუბინიძეც დაიწყებს მის (გოგიჩაძის) თვალთვალს. რახან მივწერე და ვუსაყვედურე 20 ივნისის ღამის და დარბევის გამო, მაგიტომ აღარ უნდათ ერთგული მღვდელი. სულ ხომ არ იქნებიან, ეგენიც შეიცვლებიან და წავლენ სახლში“. ლ.ჭიქინაშვილის განმარტებით, მისი ძმა კახაბერ ჭიქინაშვილი (პ/ნ 010/****14), რომელიც მუშაობდა თავდაცვის სამინსტროში, პატრიარქის თანაშემწის, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულის, ელიას მთაზე მდებარე ,,წმინდა ელია წინასწარმეტყველის" სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იონა მაისურაძის და თავად ა.ჩუბინიძის თხოვნის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მოადგილემ დავით სუჯაშვილმა მაინც გაათავისუფლეს სამსახურიდან, იმ მიზეზით, რომ მან (ლ.ჭიქინაშვილმა) "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ხელისუფლების საწინააღმდეგო სტატუსები, - წერია ფაილებში. 
ამავე საუბრიდან ირკვევა, რომ კახაბერ ჭიქინაშვილი თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან მისი ძმა მისივე ფეისბუქ პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჭიქანაშვილი მღვდელს ეუბნება, რომ ჟურნალისტებთან სასაუბროდ მზად არის, რა დროსაც სუს-ის მოსმენის აპარატი ირთვება და კახაბერ ჭიქანაშვილი უკანონო მოსმენაზე აჰყავთ. ამის გარდა, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ სამხედრო დაზვერვა ბინძური დოსიეს შეთხზვას იწყებს.

რეპრესიების მსხვერპლი გახდა თავად ლევან ჭიქინაშვილიც. მისთვის სტიქარის ტარების უფლების ჩამორთმევას პუტინის გინების გამო აპირებდნენ.

პატრიარქის დაცვის უფროსს ვანო კობაიძეს ამავე სამსახურის თანამშრომელმა ნოდარ ლელუაშვილმა აცნობა, რომ საპატრიარქოში მისულია სამების საკათედრო ტაძრის შიდა დაცვის ყოფილი უფროსი ლევან ჭიქინაშვილი. ამ უკანასკნელის განცხადებით, იგი საპატრიარქოში დაიბარეს „ფეისბუქის" პირად გვერდზე რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული კრიტიკული მიმართვის გამო, რისთვისაც შესაძლოა ჩამოერთვას სტიქარის ტარების უფლება, - წერია ჩანაწერებში. 
ფაქტების გადასამოწმებლა" პირველები" კახაბერ ჭიქანაშვილის საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ჭიქანაშვილის დედამ უთხრა, რომ ამ საქმეზე აღარ ისაუბრებს.
 

წყარო: tvpirveli.ge 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ბადრი ესებუა
500 000 დოლარის და ბადრი ესებუას გაქრობიდან 1 წელი გავიდა

ზუსტად ერთი წლის წინ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკს სამხედრო ტანსაცმელში ჩაცმული პირი დაესხა თავს, რომელმაც 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.  მას შემდეგ რაც თავდამსხმელს მის მიერ მოთხოვნილი თანხ...

კრიმინალი 1634768344

სააკაშვილი
რომელ კლინიკაში მოათავსებენ მიხეილ სააკაშვლს? - იუსტიციის მინისტრის განმრტება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ "ღამის კურიერთან" საუბრისას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსე...

პოლიტიკა 1634759848

მიშა
"ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი" - მიხეილ სააკაშვილი თბილისის კოალიციურ მთავრობაზე

,,ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი"- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, კოალიციური მთავრობის მოდელს.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის ქვეყნის უსათუო წინსვლისა...

პოლიტიკა 1634755997

გვარამია
"სრული ALL STAR"- ნიკა გვარამია თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

,,ესეც სხვა საქართველო! ესეც ნათელი მომავალი! ps. სრული ALL STAR" - ასე აფასებს ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ოპოზიციის მიერ წარდგენილ, თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს. 

სოცმედია 1634755462

ნანუკა
"ნიკა მელია ჩემპიონი ხარ. უპრეცედენტო მოდელი დადე!"- ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელზე

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელს ეხმიანება.  ,,ან, რა ვიზუალია, ან რა გუნდი, მგონი პირველად ჩემს ცხოვრებაში და არ ვარ პატარა, ვხედავ კოალიციურ მთავრობა...

სოცმედია 1634755201

კოალიცია
როგორ გამოიყურება თბილისის კოალიციური მთავრობის მოდელი?

,,მინდა მთელმა თბილისმა და განსაკუთებით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სწორად გამიგოს, მაგრამ მანამ სანამ ვიქნები მე დედაქალაქის მერე ორ თანამდებობას ერთდროულად არ დავიკავებ. ახლა კი მინდა წარმოგიდგინ...

პოლიტიკა 1634754873