"ღარიბაშვილმა რისკები გათვალა, მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი" - წილოსანი
პოლიტიკა • 1768304955
"ქართული ოცნების" პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის შეფასებით, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხეში წავიდა.
მისი თქმით, ღარიბაშვილმა "რისკები გათვლა" - "უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ არავისთვის არ იქნებოდა სასურველი".
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესებზე მოწმეების დაკითხვა და დეტალების გასაჯაროვება "თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის".
რა თქმა უნდა, ოჯახის წვერები იქნებიან ნაწყენები და ეს ბუნებრივია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. რა თქმა უნდა, ეს ყველა რისკები მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ არავისთვის არ იქნებოდა სასურველი, მათ შორის სასამართლო პროცესები ალბათ სწორედ ამას უზრუნველყოფს, უამრავი მოწმე იკითხება, უამრავი ფაქტი საჯაროვდება და ალბათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო მან გადაწყვეტილება. იცით რა, დეტალები თავისთავად უკვე მეტ სიბინძურეს ქმნის," - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, Pullman-ში საშუალო ბიზნესებისთვის ღონისძიება „შეხვედრები ბიზნესთან“ გაიმართა. შეხვედრაზე ბიზნესებს Galt & Taggart-ის მთავა...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1771437323
გოგა ხაჩიძე: როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაიჭირეს, 2025 წლის მაისში, ბიტკოინის ფასი იყო 110 000 $ დღეს, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი გამოუშვეს, ბიტკოინის ფასი არის 67 128 $ (თითქმის განახევრდა) ახლა თქვენ...
სოცმედია • 1771437079
გია ხუხაშვილი: რაც უფრო მეტს ვიგებთ, ვხვდებით, რომ ნიკა კვარაცხელიას საქმე გირგვლიანის საქმეზე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევაა, თავისი დამკვეთებით, შემსრულებლებით და მფარველებით.ეს იყო სისტემური დანაშაულ...
სოცმედია • 1771431254
"პირველების" ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა. დავითაშვილი გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამს...
პოლიტიკა • 1771427239
“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გა...
კრიმინალი • 1771426020
ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან - აანაზღაურა ზიანი, რისთვისაც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება ჯარიმასა და პირობით მსჯავრზე" | აცხადებენ პროკურატურაში "თანაინვეს...
პოლიტიკა • 1771425172











