"ღრმად ვართ შეშფოთებულები... ოცნება დევნის განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს"- NGO-ები"მთავარი არხის" დაჯარიმებაზე

პოლიტიკა 1637856188

ngo

"მთავარი არხის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულები ვართ კომუნიკაციის კომისიის ა/წ 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააჯარიმა 112 000 ლარით.

ჯარიმის ერთი ნაწილი ეხება ვიდეოს, რომელშიც ქართული ოცნების წევრების გამოსახულებით იქმნება საქართველოს ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი. ჯარიმის მეორე ნაწილი კი ეხება ასევე ვიდეოს, რომელშიც ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავრობის არასათანადო მოპყრობა და მისი პოლიტიკური ნიშნით წამების ნიშნები.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები ღრმად ვართ შეშფოთებულები მთავრობის ამ გადაწყვეტილებით. მთავრობის ამგვარ გადაწყვეტილებას ჩვენ ვაფასებთ როგორც პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობას, რუსეთის არ-გაღიზიანების პოლიტიკად, კოლაბორაციას. გარდა ამისა, ჩვენთვის უცხო არ არის მთავრობის შეტევა კრიტიკულ მედიაზე.

ამ ყოველივეს და იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ქართული ოცნების რეჟიმის ციხეში და ის არის ივანიშვილის და პუტინის პირადი მძევალი, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არჩევნების მოპარვის გზით, ხელისუფლება და ქართული ოცნება დევნის განსხვავებულ და კრიტიკულ აზრს, სჯის მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებებით.

ყოველივე ზემოთხსენებული ეწინააღმდეგება: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ და მე-3 პუნქტს; საქართველოს კანონს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ.

სოლიდარობა თქვენ და წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში, რომელიც ერთგვარად შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიისათვის ბრძოლის მთავარ ბრძოლის ველად",  - წერია მიმართვაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. „ახალგაზრდა თაობა“ /დ.დონერიანი/
  2. მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“ /ე.კერესელიძე/
  3. „ახალი ძალა საქართველოსთვის“ /ლ.შველიძე/
  4. „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ /მ.ანდღულაძე/
  5. „ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ /ი.კიკიანი/
  6. „ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“ /ჯ.კვარაცხელია/
  7. ს/ჯგუფი „ხალხის ხმა“ /მ.მინდიაშვილი/
  8. „თავისუფალი ხმა“ /ნ.კურტანიძე/
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევრო 2024
"უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ამ ბილეთების ნახევარზე მეტი ელიტებისა და ელიტების ახლობლების, ტურისტული კომპანიებისა და გადამყიდველების ხელში არ აღმოჩნდება?" - სოცქსელის მომხმარებელი ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრებ ბილეთებზე

"ევრო 2024-ის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით: თავს არ შეგაწყენთ იმაზე ლაპარაკით, თუ რას ნიშნავს თითოეული გულშემატკივრისთვის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს თამაშზე დასწრება. ფეხბურთთან ჩემი დამოკ...

სოცმედია 1711657860

ბაია პატარაია
"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?!" - ბაია პატარაია

"ეს უნამუსო და მატყუარა კაცმაცუნა რა დღეშია ნახეთ რა?! ვერავინ ამის მოსაწონი ვერ გამოდგა ბიძინას გარდა. იქნებ პრობლემა შენშია, პაპუაშვილო?! არასდროს გიფიქრია ამაზე?" წერს ბაია პატარაია შალვა პაპუაშვილ...

სოცმედია 1711657080

ასტროპროგნოზი
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეცადეთ, ამ დღეს თქვენი მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი უნარები მაქსიმალურად გამოავლინოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და სარისკო ნაბიჯების გადადგმის ნუ შეგეშინდებათ. ცვლილებებს და სიახლეებს რაც უფრ...

ეს საინტერესოა 1711653738

ბექა ყორშია
"ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების ისტორიებს ვკითხულობ ეს ორი დღეა და ყველას ერთი რამ აქვს საერთო..." - ბექა ყორშია

"ფეხბურთი არის სპორტის სახეობებს შორის ალბათ, ყველაზე არაელიტარული, შესაბამისად - ყველაზე ეგალიტარული სპორტი. ბრაზილია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ფაველებში, ძელების ნაცვლად კონსერვის ქილებს ალაგებ...

სოცმედია 1711653597

გვარამია
"ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება..." - ნიკა გვარამია

"ბოლო დღეებია მეკითხებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ყველას ცალცალკე რომ არ ვუპასუხო, აქ დავწერ: ჩემს (გაოგნებულ) ამერიკელ და ბრიტანელ იურისტებთან კონსულტაცი...

სოცმედია 1711653283

ლენტიი
ბაკურიანში, ზვავსაშიშროების გამო, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები დროებით შეწყდა

დაბა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამაშველო ოპერაციები, ზვავსაშიშროების გამო დროებით შეწყდა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მათივე ცნობით, სამუშაოები...

საზოგადოება 1711645534