„გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად ჯორჯიან ეარვეისიც მონაწილეობდა“ – TI

პოლიტიკა 1749548786

ბაჩიაშვილი

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის და მისი დაკავების სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ბაჩიაშვილის დაკავების ოპერაცია უკანონო იყო და საგანგაშოა, რომ მასში სახელმწიფო სტრუქტურების გარდა, კერძო კომპანია ჯორჯიან ეარვეისიც მონაწილეობდა.

 

"ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე" . - წერს TI.

 

ორგანიზაცია წერს, რომ ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სუს-ის ვერსია არადამაჯერებელია, რადგან "ადამიანი, რომელსაც ციხეში მოკვლით ემუქრებოდნენ, რის გამოც იგი ივანიშვილის ე.წ. მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ გაექცა, საქართველოს საზღვართან ახლოს სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა".

 

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი და მისი ჩართულობა ბაჩიაშვილის გატაცებაში:

"ბაჩიაშვილის თქმით, მისი გატაცებისა და საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისიც მონაწილეობდა. ბაჩიაშვილმა დაასახელა აღნიშნული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ტიპიც - "ბომბარდიერი", რომლითაც, ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში ჩამოიყვანეს. ავიაკომპანია ამას, ცხადია, არ ადასტურებს. თუმცა, bm.ge-ს ცნობით, რომელიც სარადარო ინფორმაციას ეყრდობა, „26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა ჯორჯიან ეარვეისის VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო. შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი." ეს არასრული, თუმცა მაინც საკმაოდ ინფორმატიული ცნობა წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ბაჩიაშვილის ინფორმაცია მისი გატაცების უკანონო სპეცოპერაციაში ჯორჯიან ეარვეისის მონაწილეობის შესახებ სწორი იყოს.

ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს ქართული ოცნების ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე.

2023 წლის ივლისში, უკრაინის ხელისუფლებამ კომპანია ჯორჯიან ეარვეისი და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ასევე დაასანქცირა თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი, რომელიც ჯორჯიან ეარვეისის 80%-ს ფლობს. სანქცირების მიზეზი ჯორჯიან ეარვეისის რუსეთში ფრენებია, რომელიც 2023 წლის მაისში, კრემლის მხრიდან საქართველოზე ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ დაიწყო. თამაზ გაიაშვილი საჯაროდ მიესალმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის შესახებ. უკრაინის მიერ კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს "აზიმუტსა" და "რედ ვინგსს".

2023 წლის 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯორჯიან ეარვეისს ბოიკოტი გამოუცხადა და თან აღნიშნა: "ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა "კოვიდის" დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის". თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მისი ბორტით სარგებლობა შეუზღუდა.

2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს თამაზ გაიაშვილზე სანქციების დაწესება მოუწოდა.

სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძების მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მთავრობამ ჯორჯიან ეარვეისს ათობით მილიონი ლარის ვალი აპატია. გარდა ამისა, ჯორჯიან ეარვეისი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) ფინანსური ანგარიშგებების პორტალზე წლიურ ფინანსურ ანგარიშებს არ აქვეყნებს. SARAS-ის ინფორამციით, ამის გამო ჯორჯიან ეარვეისი გაფრთხილებული და დაჯარიმებულია" - წერს ორგანიზაცია.

TI-ის განცხადებით, საგანგაშოა, რომ ივანიშვილის უკანონო მოქმედების არეალი გასცდა საქართველოს საზღვრებს.

"ადამიანების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცების პრაქტიკა ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნების ისტორიაში ხშირად ხდება. საქართველოში ეს პირველად აფგან მუხთარლისთან მიმართებით მოხდა, რასაც საერთაშორისო რეზონანსი და, საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყვა.

 

ბაჩიაშვილის შემთხვევა, როგორც  ჩანს, ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. სუს-ის ვერსია არადამაჯერებელია. ადამიანი, რომელსაც ციხეში მოკვლით ემუქრებოდნენ, რის გამოც იგი ივანიშვილის ე.წ. მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ გაექცა, საქართველოს საზღვართან ახლოს სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა.

 

საგანგაშოა, რომ ივანიშვილის უკანონო მოქმედებების არეალი გასცდა საქართველოს საზღვრებსა და იურისდიქციას. მისი პირადი ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჯაჭვში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ერთვებიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და, ასევე, კერძო კომპანიებიც". - წერს ორგანიზაცია. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურია
„ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“ – ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე დაჩი ცაგურიას მონაყოლს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: ,,ამ კედელზე დაძრწის ამ იმბეცილის “პაძელნიკი”.იმის გასაგონად ვწერ,ურჩევნია ეს პატარა თაღლითი სადმე არ შემხვდეს“

სოცმედია 1750094635

აშშ-ის საელჩო
„ჩამოყალიბდა ნაბიჯები, რომლითაც მთავრობამ აშშ-სთან ურთიერთობის სერიოზულობა უნდა აჩვენოს“ - აშშ-ის საელჩო

დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და უფროსი მრჩეველი უაით ტოლკი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ განხილვის მთავარი სა...

პოლიტიკა 1750092882

ისრაელის თავდაცვის ძალები 1
ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას იერიშის შესახებ აფრთხილებს და ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს

ისრაელის თავდაცვის ძალები თეირანის მოსახლეობას მოსალოდნელი იერიშის შესახებ აფრთხილებს და მათ ნაწილს ევაკუაციისაკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მოქალაქეებო, თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვ...

მსოფლიო 1750092794

ცაგურია
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია

თეა წულუკიანის კომოსიაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა: „საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ი...

პოლიტიკა 1750092666

საქბანკი გნთლების
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და გაემგზავრე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად

იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სურთ, აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების ს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1750092595

ჯაფარიძე ზურა
`რა ვქნათ?“ – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალი წერილი საპატიმროდან

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ფეისბუქგვერდზე, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, 12 ივნისის წერილი ქვეყნდება: “აქედან ჩემი ხმა დაახლოებით 1 კვირიანი დაგვიანებით აღწევს გარეთ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც მინდა იყოს...

პოლიტიკა 1750092525