გიორგი ჩიკვაიძეს ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს

პოლიტიკა 1746886983

ჩიკვაიძე

ახალი შეზღუდვები გიორგი ჩიკვაიძის წინააღმდეგ - ოჯახი ამბობს, რომ რეჟიმის მამხილებელ ბიზნესმენთან ციხეში საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს. ჩიკვაიძის დედა გლდანის ციხიდან ახსნა-განმარტების გარეშე გამოუშვეს.

 

როგორც პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის მშობელი "პირველებთან" აცხადებს, პატაკის გარეშე, მხოლოდ სიტყვიერი მითითებით ციხიდან უკან გამოაბრუნეს.

ეკა წერეთლის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგის მოწამვლაზე ეჭვი გაუჩნდათ, ციხის საკვების ნაცვლად მას ოჯახი უგზავნიდა საჭმელს.

ჩიკვაიძის დედა მიიჩნევს, რომ ამ გზით გიორგიზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

მე, როგორც გიორგისთან დაშვებული პირი, საკვები წინა შაბათს შევიტანე და პრობლემა არ მქონია. დღესაც მივედი გამზადებული საჭმელით, სხვას ყველას შეატანინეს ვინც ხანგრძლივ პაემნებზე იყვნენ. მოგეხსენებათ, გიორგი იქაურ საკვებს არ ჭამს და ახლა სამი დღე იქნება ფაქტობრივად მშიერი, იმიტომ რომ მე არ შემატანინეს მასთან საკვები, რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვა იყო, რის საფუძველზეც არ მაძლევთ საშუალებას, რომ შევიტანო საკვები, არის თუ არა ამის პატაკი იმიტომ რომ საკვების დაშვება და აკრძალვაც უნდა იყოს პატაკით. როგორც მითხრეს პატაკი ჯერ ჯერობით არ არის და ეს იყო სიტყვიერი ასეთი მითითება. მივდივარ იქითკენ, რომ ეს არის, რაღაც ტიპის ზეწოლა გიორგიზე. რაღა ზეწოლა გინდათ, ადამიანი მოწამლეთ ციხეში, მიაჯაჭვეთ ეტლს, მიუსაჯეთ 9 წელი, მის მეგობარს 8 წელი. ციხეში გყავთ ადამიანი და  საჭმელსაც აღარ აძლევთ ადამიანს", - ამბობს ეკა წერეთელი.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი  პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

 

შგიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ომაძე ჟვანია
„მისმა დედამ ასეთი პირობა მომცა, თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი აღმოჩნდება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო, საინტერესოა დღეს რას გვეტყვის მისი დედა", - იზა ომაძე ნინო ჟვანიას 

თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...

საზოგადოება 1771315236

ხატია დეკანოიძე
პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ნიშნავს, რომ მკვლელებიც და შემკვეთებიც იცოდნენ და ჩუმად იყვნენ“ - ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...

სოცმედია 1771314890

ირაკლი კირცხალია
„ვხედავთ რა დღეში არიან EU-ს წევრი ქვეყნები და როგორ იღვიძებს საზოგადოება“ - კირცხალია

ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...

პოლიტიკა 1771314236

ნიკო კვარაცხელია
„არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით“ - ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე

სოცმედია 1771312977

ბუსა ჟვანია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა ზურაბ ჟვანიას შვილმა, ბუსა ჟვანიამ შეუკვეთა - პროკურატურამ ძებნა გამოცხადა

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...

კრიმინალი 1771312899

ნიკო კვარაცხელია
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება - საქმე გახსნილია

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე გახსნილია: "ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობი...

კრიმინალი 1771312340