„გვაშფოთებს ქმედებები, რაც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“ - სახდეპი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

პოლიტიკა 1762577210

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ფორმულას მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ნებისმიერი ქმედებებით, რომლებიც "ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს."

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ მთავრობის ნებისმიერი ქმედებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში განაცხადა, „დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი", - განუცხადეს ფორმულას სახდეპში.

ცნობისთვის, დღეს "ოცნების" სასამართლომ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ 1 000 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ხოლო დანარჩენ ოპოზიციურ ლიდერებთან დაკავშირებით წინა სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ 6 ნოემბერს გაავრცელა.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტზე. ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ელენე ხოშტარიას ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე", - განაცხადეს პროკურატურაში.

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარდა ყველა პოლიტიკოსი, რომლის წინააღმდეგაც დევნა დაიწყო, ციხეშია. მათი ნაწილი წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამოა დაპატიმრებული და მათ რამდენიმეთვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კადიროვი.jpg
„საქართველო ჩვენთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა“ — კადიროვი

 ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე არ არის მზად ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის გახსნისთვის. ამის შესახებ მან 14 დეკემბერს გამართულ პირდაპირ ეთერში ისაუბრ...

პოლიტიკა 1765796398

კობახიძე პუტინი
ვიდეო: „მათ სიყვარულის ამბავზე"

"მოკლედ მათ სიყვარულის ამბავზე" | წერს აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

სოცმედია 1765796299

უკრაინა
„უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების“ - BILD

უკრაინა მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში არჩევნების ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს...

რუსეთ-უკრაინის ომი 1765796001

მოროშკინა
ლალი მოროშკინამ „ქართული კულტურის დესპანის წოდება“ მიიღო და „მწერალთა კავშირის“ წევრი გახდა

ლალი მოროშკინა: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის.ქართული კულტურის დესპანის წოდების მიღება ,მწერალთა კავშირის წევრის წოდებასთან ერთად დიდი პატივია.ტიციან ტაბიძის,პაოლო იაშვილის,მიხეილ ჯავახიშვილი...

საზოგადოება 1765794057

ილია თოლორაია
„საპატრიარქო ხელისუფლების დავალებას ასრულებს“ – მამა ილია თოლორაია

საპატრიარქო ასრულებს ხელისუფლების დავალებას – ასე აფასებს მამა დოროთე ყურაშვილის საპატრიარქოში მეორედ დაბარებას მამა ილია თოლორაია. სასულეირო პირის თქმით, “ბოტკოველი, რასაც ხელისუფლება დაავალებს, იმას...

საზოგადოება 1765792603

ზურაბ ცეცხლაძე
„პრეზიდენტო" მიხეილ ყ. თავი მართლა პრეზიდენტი ხომ არ გგონიათ, როლში ხართ შესული და პრეზიდენტობანას თამაშობთ... თქვენ საერთოდ ვინ გეკითხებათ ხვალ რა დღეა, რასაც ბიძინა გეტყვით ისე იქნება, შესაბამისად, ასსსააააა“ - ზურაბ ცეცხლაძე

" ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყ-მ, სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ უნდა მოინანიონ შეცდომები და შემდგომი დაკვირვების გათვალისწინებით მიიღებს მათი შეწყალების გადაწყვეტილებ...

სოცმედია 1765792323