„გვსურს თქვენთან მეგობრობა, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას შედეგი მოჰყვება“ - ბუნდესტაგის წევრი

პოლიტიკა 1720615558

თომას ჰაკერი

იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, გვქონდა ვახშამი, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ.

საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან იმ მომენტში აღმოჩნდა შეუძლებელი იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა ის კანონი, რომელიც ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაიტანეს. ერთი წლის წინ, როდესაც მოხდა ამ კანონის უკან გატანა, მკაფიოდ გაიცა დაპირება და ითქვა, რომ ამ კანონს არასოდეს დააბრუნებდნენ. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფაქტორი ევროკომისიისთვის იყო ზუსტად ამ კანონის გაწვევა. ადრე "აგენტების კანონი" ერქვა, ახლა ჰქვია "გამჭვირვალობის კანონი". ძალიან სწრაფად, დაჩქარებულად მოხდა მისი მიღება პარლამენტში და მას უკვე მოჰყვა სხვა კანონებიც.

 

[...] ახლა ჩვენ აქ ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა და ერთად თანამშრომლობით შეგვიძლია, გავუყვეთ ამ გზას ისევ. ეს არის ზუსტად ევროპული მიდგომა, ევროპული გზა. რა თქმა უნდა, შეიძლება, გვქონდეს განსხვავებები, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესოა ხალხისთვის, ზუსტად ამაში მდგომარეობს ევროპული მიდგომა. მეორე მხრივ, თუ საქართველოს მთავრობა აირჩევს ამ გზას, ჩვენ მოგიწევს რეაგირება და მოგვიწევს გადახედვა იმ დახმარებისა, რომელსაც ვუწევთ საქართველოს, მოგვიწევს გადახედვა ურთიერთობების და ბევრი რამის. ჩვენ გვინდა თანამშრომლობა, მეგობრობა, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მოჰყვება თავისი შედეგი. ასე თუ იქნება, ამ გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. როგორც პარლამენტის წარმომადგენლებს, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის და ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ჩატარდება ნებისმიერი ზეგავლენისაგან თავისუფალი ღია და სამართლიანი არჩევნები, საქართველოს ხალხს ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი ნება და გააკეთოს თავისი არჩევანი. 

 

 განაცხადა თბილისში საერთაშორისო კონფერენციის შემდგომ კონფერენციაზე გერმანელმა დეპუტატმა, თომას ჰაკერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კესარია აბრამიძე
ვიდეო - რას ჰყვება დედა კესარია აბრამიძეზე

კესო ძალიან თბილი და განსხვავებული იყო, ყველას დეტალებში აკვირდებოდა, მიხაროდა ასეთ რომ იყო. 

საზოგადოება 1769021333

პოლიცია
თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

“პირველებს” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ერთ-ერთ შენობაში კაცი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 115-ე...

კრიმინალი 1769020534

საქართველოს ბანკის
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს შესა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1769020101

საახალწლო განათებები
საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სადემონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე 22 იანვარს, 00:00-დან 06:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება.   ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგო...

საზოგადოება 1769019571

ალიევი
„ახლა ტრანზიტები საქართველოს გავლითაა, დადგება დღე ეს პირდაპირ სომხეთიდან მოხდება“ - ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმუმზე განაცხადა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტი ითხოვა. მისი თქმით, გადაზიდვები ამჟამად საქართველოს გ...

მსოფლიო 1769019481

ტრამპი პუტინი ზელენსი
„რუსეთ-უკრაინას შეუძლია შეთანხმებას მიაღწიოს, თუ ამას არ გააკეთებენ, სულელები იქნებიან“ - ტრამპი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ის ეტაპია, როდესაც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. ამაზე მან დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. "მე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1769019252