პოლიტიკა • 1733405707
გომელაურის რაზმმა აქციების დროს ცნობილ ექიმს სასტიკად სცემა - ექიმი ტრამვატოლოგი, ვატო გვაზავა, დაკავების დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ის ნიღბიანებმა იმ დროს „შეითრიეს“, როდესაც დაშლის და დარბევის შემდეგ, 2 ახალგაზრდას ეხმარებოდა და მათ გაყვანას ცდილობდა.
ექიმი ამბობს, რომ მას ნიღბიანები გონების დაკარგვამდე ურტყამდნენ და მას შემდეგ უფრო აგრესიულები გახდნენ, რაც გაიგეს, რომ ექიმი იყო.
“ჩამოიარონ ერთხელ და ნახონ, იქ რა გოგოები და ბიჭები დგანან, თაობას ანადგურებენ?!“, - ეუბნება “პირველებს“ ტატო გვაზავა.
გამოქცევის დროს დავინახე 2 გოგო ბავშვი ჩაითრიეს, მოვბრუნდი, რომ გამომეყვანა და მივხმარებოდი, მე და ჩემი მეგობარი მივედით, ის დაჭერილია ახლა, მაგ დროს შეგვითრიეს. როდესაც აგვიყვანეს იმ რაღაც “მარშუტკაში“, ჯოჯოხეთი ხდებოდა. უკვე მაგარი ნაცემი ვიყავი, ერთ-ერთს რომ ვუთხარი, ექიმი ვარ მეთქი, ამდენს რატო მირტყამთ არ დაიღალეთ-მეთქი, მაშინ ჩამავლო ხელი და შეფს დაუძახა, ექიმია ესო და მოვიდა და მომკლა ცემაში. გადამეფარა ჩემი მეგობარი, რომელიც დაიჭირეს და მუხლზე გადაიმტვრიეს. გადმომიყვანეს. ასე კორიდორში გატარებენ, აქეთ-იქიდან კიდევ გირტყამენ, მუცელში ჩამარტყეს და გავითიშე, რომ მიხვდნენ, რომ მოვდუნდი, ცოტა შეეშინდათ - არ მოკვდესო.
2020 წლიდან ამ მთავრობას ფიზიკურად გვერდში ვეღარ ვუდგავარ, რადგან მედიცინაში ყველაფერი გაანადგურეს. მე უბრალოდ ვითხოვ, რომ ჩვენს საქმიანობაში ხელი არ შეგვეშალოს. რომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ 2028 წლამდე ვაჩერებთ მოლაპარაკებებს, ეგ იყო საბოლოო წერტილი.
ჩამოიარონ ერთხელ და ნახონ, იქ რა გოგოები და ბიჭები დგანან, თაობას ანადგურებენ?! არ მესმის“, -ამბობს ტატო გვაზავა.
გამოქვეყნდა: დღეს, 00:54 "დაუმორჩილებლობა ნიღბებით! სოლიდარობა მარიამ სიჭინავას!" - 18 იანვარს, 20:30 საათზე, თბილისში დაუმორჩილებლობის აქცია გაიმართება მოქალაქეები ფილარმონიასთან 20:30 საათზე შე...
პოლიტიკა • 1737177278
ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ლევან იოსელიანს მიმართავს: ,, სახალხო დამცველი კი არა, სახალხო @@@ ხარ შენ და წადი ახლა და მიჩივლე “დამწვარ სუდში”. ყველა საერთშორისო ინსტანციაში დაგხვდები და ყველა საერთაშორ...
სოცმედია • 1737176833
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით ზურაბი...
პოლიტიკა • 1737176645
,სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში, შპს ,,ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს” – წერს ,,ფლანგვის დეტექტორი”: ,, 2020 წელს პარლამენტარმა სპ...
პოლიტიკა • 1737176448
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ...
პოლიტიკა • 1737176313
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა. "როდესაც სა...
პოლიტიკა • 1737125995
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი