იმედი მაქვს, რუსეთი უკრაინასთან არ გამოიყენებს იმ აგრესიას, რაც ჩვენს მიმართ - ზურაბიშვილი
პოლიტიკა • 1643384121 53

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ეროვნული თანხმობის საკითხზე შეხვედრისას უკრაინაზე ისაუბრა.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთი უკრაინის მიმართ არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოს მიმართ გამოიყენა.
"ჩვენი თემა დღეს არის ეროვნული თანხმობის თემა, თუმცა, გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს.
დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონიული არის და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს. ასე რომ ჩემი სათქმელი არის დღეს, რომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს დიალოგის ფორმატში." – თქვა სალომე ზურაბიშვილმა

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ კიევში, საელჩოს დასაცავად, სპეცრაზმის გაგზავნის საკითხს განიხილავს. გამოცემას ამის შესახებ ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა პირმა განუცხადა. "ბაიდენთან ჯერჯერ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653251699

დაღესტანში, დასახლება იზბერბაშში, ერთ-ერთ სკოლაში ბოლო ზარის ზეიმზე გოგონამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება გამოსვლა შემდეგი შეძახილით დაასრულა: "არა ომს! თავისუფლება უკრაინას! პუტინი ეშმაკია!" ბუნებრივ...
სოცმედია • 1653250483

Guardian-ის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე კვირაა რუსეთში სირიიდან ჩასული 50 სპეციალისტი იმყოფება, რომლებიც ოკუპანტებს ე.წ. "კასრის ბომბების" დამზადებასა და გამოყენებას ასწავლიან. "კასრის ბომბი" არის გა...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1653249501

The Telegraph წერს, რომ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი მესამე დონის ქვეყანა გახდა, პუტინი კი ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. „პუტინმა საბოლოოდ გააერთიანა მთელი ცივილიზებული სამყარო მი...
მსოფლიო • 1653248011

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, რომელის ფილარმონიაში კონცერტის მსვლელობისას "აიქოსის" გამონაბოლქვით შეწუხდა, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს: "ფანტასტიკურ კონცერტზე ვარ ფილარმონიაში , გიგაშა, ნინი, ჯ...
სოცმედია • 1653247242

"გირჩი - მეტი თავსუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არანაირი დრაივი ან მოტივაცია, რომ ამ წუთში, რაიმე გააკეთონ ოპოზიციაში, არ არსებობს. მისი განმარტებით, არ ჰგონია, რომ პარლამენტიდან გამოსვლით რ...
პოლიტიკა • 1653244602