„იმედია ქართულ-გერმანული ურთიერთობები შემობრუნდება, ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა“ – კობახიძე
პოლიტიკა • 1782802584
ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომელასც საქართველოში უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კობახიძის თქმით, იმედი აქვთ, რომ შეიცვლება ქართულ-გერმანული ურთიერთობები, რომელსაც "ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა".
"თქვენ იცით, რომ ტრადიციულად საქართველოსა და გერმანიას შორის იყო ჩამოყალიბებული განსაკუთრებული ურთიერთობები. ძალიან დიდი როლი შეასრულა გერმანიამ, განსაკუთრებით 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო და მაშინ გერმანია გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას და ასე გრძელდებოდა ურთიერთობები წლების განმავლობაში.
პრინციპში, ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემობრუნდება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მადლიერები ვართ გერმანიის წლების მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამო და დიდი სურვილი გვაქვს, რომ აღდგეს მეგობრული ურთიერთობები, რასაც ვიყავით მანამდე მიჩვეული. სამწუხაროდ ბატონმა ფიშერმა დიდი ზიანი მიაყენა ამ ურთიერთობებს და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება". - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











