„იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრი პატარკაციშვილმა“ – ირაკლი რუხაძე
პოლიტიკა • 1747823405
ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინმეს თუ გამოუთქვამს სინანული და ვინმესთან თუ იყო შემდეგ წლებში კონტაქტი? – „მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რაც მოხდა და არ მინდოდა „იმედის“ დახურვა. „იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრიმ [პატარკაციშვილმა] მიიღო. ბადრი ფაქტობრივად, ცხოვრებიდან გავიდა იმ მომენტში. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო შემობრუნება, არავის ელაპარაკებოდა, დადიოდა თავის ტყეებში, ეწეოდა სიგარეტს და არ ჭამდა. არაფერი კონტაქტი არ ჰქონია და ძალიან გაბრაზებული იყო ამ ყველაფერზე. მე მინდოდა „იმედის“ არდახურვა და ყველას გაყრა იქიდან, ვინც გააკეთა ის განცხადება. ეს იყო ჩემი აზრი. ბადრი ვერ დავითანხმე, საერთოდ, ვეღარც ველაპარაკებოდი წესიერად ამ ყველაფრის მერე. მე არაფერი კონტაქტი არ მქონია გიორგი თარგამაძესთან გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე ელჩების შეხვედრებზე სხვადასხვა ტელევიზია მოჰყავთ ხოლმე და „იმედიდან“ მე დავდივარ, იქ ყოფილა [თარგამაძე], ერთი-ორჯერ მყავს ნანახი ამ შეხვედრებზე, როგორც ოპოზიციონერი, „ფორმულის“ წარმომადგენელი…”
სოზარ სუბარმა ჰკითხა, იცის თუ არა ვინ გათიშა „იმედში“ შეჭრის დღეს კამერები ტელეკომპანიაში?რუხაძე: „ეს არ ვიცი [ვინ გათიშა კამერები]. მე მქონდა თხოვნა, რომ კამერები გარეთ გაეტანათ, რომ რაც შეიძლება დიდი ხანი ყოფილიყო ეთერში დარბევის კადრები. დარწმუნებული ვიყავი, რომ შემოვიდოდნენ. ძალიან ცოტა გვაქვს კადრები გადაღებული. წარმოუდგენლად მოიქცნენ ჟურნალისტები. ამიტომ ვთქვი, რომ ორად უნდა გავყოთ „იმედის“ წართმევა. პირველად სხვანაირად გააკეთეს, ეგონათ, რომ ძალით გადაგვივლიდნენ და ამით დამთავრდებოდა და რომ არ დამთავრდა, მერე შიგნიდან გააჩინეს ბზარი. ეს შიგნიდან გაჩენილი ბზარიც ძალიან მცირე ნაწილს შეეხო…”
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1768968017
“სომხეთი და აზერბაიჯანი. პრეზიდენტმა პუტინმა მითხრა: “ვერ ვიჯერებ, რომ ეს ომი მოაგვარე. 10 წელი ვცდილობდი ამ ომის მოგვარებას”. სომხეთი და აზერბაიჯანი მრავალი, მრავალი წელი იბრძოდნენ. და მოვახერხე ორივ...
მსოფლიო • 1768967629
"თუ [მაკრონი] მტრულად განწყობილი იქნება, მაშინ ჩვენ ფრანგულ ღვინოსა და შამპანურს 200%-იან ტარიფებს დავადებთ და "მშვიდობის საბჭოში" ამის შემდეგ მაინც შემოვა" | ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი,...
მსოფლიო • 1768967470
"ვფიქრობ, ღმერთი ძალიან ამაყობს ჩემ მიერ გაკეთებული საქმეებით" | თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე
მსოფლიო • 1768967082
ნაცმოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი თინა ხიდაშელის ,,ტვ პირველთან” ინტერვიუს ეხმაურება, სახაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილი ადეიშვილსა და მერაბიშვილს ისე ექცეოდა, როგორც არა...
სოცმედია • 1768966842
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:,,2016 წელს შევარქვი ტრამპს- ჩემი ჟღალი მიმინო! ჰოდა, ზედ დააკვდა! მიმინო არის მტაცებელი ფრინველი!ქორისებრთა ოჯახიდან. ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ (ა)ფრენ!”
სოცმედია • 1768966298











