„ინაუგურაციაზე წარმოვადგენდი საქართველოს; ხვალიდან საქმიანი შეხვედრები დაიწყება“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
პოლიტიკა • 1737459412
„მოხარული ვარ, რომ შევძელი და დღეს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინაუგურაციაზე საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი:
"ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი.
პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება." ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












