ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას მეხუთე წერილით გამოეხმაურება
პოლიტიკა • 1788260088
„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძის მიერ პოლიტიკური ასპარეზისა და მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურება. მისი ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, აღნიშნულ თემას ღარიბაშვილი ვრცლად დაეთმობა თავის რიგით მე-5 საჯარო წერილში, რომელიც დღეს, 1 სექტემბერს გავრცელდება.
„ტვ პირველთან“ საუბრისას უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება წერილებია და ის ამ ფორმატს კვლავ აქტიურად გამოიყენებს.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილი მისთვის ქრთამის აღების ბრალდებით წაყენებულ ბრალს „დიდ უსამართლობად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცრუ ბრალდებებისა და ტყუილების ასეთ ნაკადს არ ელოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სწყვეტს თუ არა გული ღარიბაშვილს ბიძინა ივანიშვილზე, ლილი გელაშვილმა განაცხადა:
„ბიძინა ივანიშვილისთვის იგი ყველაზე ერთგული ადამიანი იყო... ზოგადად დავსვამ კითხვას და საზოგადოებას მივმართავ: ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი? ამ კითხვას რიტორიკულად ვსვამ“. - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...
ეს საინტერესოა • 1789072649
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...
პოლიტიკა • 1789071801
"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...
პოლიტიკა • 1789070226
სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...
საზოგადოება • 1789067079
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...
პოლიტიკა • 1789060240
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...
საზოგადოება • 1789052172










