ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო - დოკუმენტში მეუღლე აღარ ფიგურირებს

პოლიტიკა 1785567600

კობახიძე ოჯახი

გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც 31 მაისით თარიღდება. გასული წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, ახალ დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს მისი მეუღლე, ნატალია მოწონელიძე.

დოკუმენტში მითითებულები არიან მხოლოდ პრემიერ-მინისტრის შვილები. 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნატალია მოწონელიძე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ თავმჯდომარედ მუშაობდა (წლიური შემოსავალი — 9 929 ლარი) და თსუ-ში მოღვაწეობდა (წლიური შემოსავალი — 36 830 ლარი).

უძრავი ქონება და ფინანსები:

  • უძრავი ქონება: ირაკლი კობახიძის საკუთრებაში რჩება თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 157.8 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ბინა და 20 კვ.მ ავტოფარეხი (მიღებული 2016 წელს, ჩუქების ხელშეკრულებით).

  • შემოსავალი: 2025 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 140 860 ლარი შეადგინა.

  • დანაზოგი: „თიბისი ბანკის“ ანგარიშებზე ფიქსირდება 30 000 აშშ დოლარი და 61 261 ლარი.

  • ხარჯები: დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კობახიძე თავად ფარავს ორი შვილის სწავლის საფასურს. 2025 წელს 2026-2027 სასწავლო წლისთვის გადახდილმა თანხამ სულ 72 887 ლარი შეადგინა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400