ირაკლი კობახიძეს სამი უხელფასო მრჩეველი ჰყავს

პოლიტიკა 1787745197

კობახიძე მრჩეველი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამი მრჩეველი ჰყავს. როგორც BMG-ის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, პრემიერის მრჩევლის პოზიციაზე რჩებიან ანრი ოხანაშვილი და ლევან იზორია.

კერძოდ, სუს-ის ყოფილი უფროსი და ყოფილი დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ირაკლი კობახიძის მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია კი, პრემიერს რჩევებს საჯარო სამსახურში განათლებისა და მეცნიერების სფეროში აძლევს.

პრემიერის მრჩეველი საჯარო სამსახურში საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - ეს პოზიცია გიორგი გრძელიშვილს უკავია. ირაკლი კობახიძის მესამე მრჩეველი, პარალელურად, პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსიც არის.

“სამივე მათგანი არის მრჩეველი ანაზღაურების გარეშე”, - უთხრეს BMG-ის მთავრობის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის: მთავრობაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მრჩევლის პოსტი ვაკანტურია, რადგან გიორგი ქაჯაიამ თანამდებობა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძეს ეკონომიკის საკითხებში მრჩეველი არ ჰყავს. ეს პოზიცია ბოლოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ლევან დავითაშვილს ეკავა, როცა მინისტრობიდან გადადგა.

შეგახსენებთ: "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით, 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია არაანაზღაურებადი გახდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზოდიაქო
11 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

11 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი სიღრმეების გააზრებით, ინტუიციის გაძლიერებითა და პრაქტიკული გონივრულობით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, ემოციური და გონებრივი რესურსები სწორი მიმართულებით წარვმ...

ეს საინტერესოა 1789072649

გვარამია და იაგო
„გირჩი“ არის „ქოცების“ პარტია, ხვიჩია - მათი აგენტი“ - ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ „გირჩის“ პოლიტიკურ როლზე ისაუბრა და იაგო ხვიჩია მმართველ გუნდთან თანამშრომლობაში ღიად დაადანაშაულა. გვარამიას თქმით, „ნაციონალური...

პოლიტიკა 1789071801

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამიამ ენმ-ს ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაში დაადანაშაულა. გვარამიამ გადაცემა „რეაქციაში“ ერთ-ერთი მათგანიც დაასახელა და...

პოლიტიკა 1789070226

ამაღლობელი
„უსინდისობის დემონსტრირება იყო“ - მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ციხიდან პასუხობს

სინდისის პატიმარი მზია ამაღლობელი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას „უსინდისობის დემონსტრირებას“ უწოდებს. 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პაპუაშვი...

საზოგადოება 1789067079

თორნიკე რაზმაძე სიმონიანი
შსს ბლოგერს რუსი პროპაგანდისტის, სიმონიანის გინებას ედავება - მოგვიანებით საქმეში კობახიძის შეურაცხყოფაც გამოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერსა და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს Facebook-ზე დაწერილი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნობას სთხოვს. უწყება მას წვრილმან ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავება...

პოლიტიკა 1789060240

დავით ნარიმანიძე
არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, გამთენიისას მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა

არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს, 17 წლის დავით ნარიმანიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანი ცხელ კვალზე უკვე დაკავე...

საზოგადოება 1789052172