"ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს, ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, "საპოჟნიკიც" არ შეხვდება ამათ" - ალეკო ელისაშვილი „ოცნებაზე"

პოლიტიკა 1736571806

ელისაშვილი

 ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს - სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს მათთან [ქართულ ოცნებასთან] საუბარი, როგორც იმსახურებენ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა "TV პირველს" განუცხადა.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა ქსელის“ შესახებაა საუბარი და 25 პირის დასანქცირების რეკომენდაციაა გაცემული.

„ირანში რამდენი ვინმე მოკვდა, იმდენი კუბოს თავი ურტყეს. ტრამპის ინაუგურაციაზე დაპატიჟებენ კი არა, „საპოჟნიკიც“ არ შეხვდებათ ამათ, ისეთ დღეში არიან. სასტუმროს წინ რომ შვეიცარები დგანან, არ მიესალმებიან საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, ისეთი ძონძები გახდნენ. სანქციები გრძელდება, ფართოვდება, ისე დაიწყეს საუბარი, როგორც იმსახურებენ“,- აღნიშნა ელისაშვილმა. 

 


 
ცნობისთვის, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ამავე წერილში, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“  ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

გამოცემის თანახმად, სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან: „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“: ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი; ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა; უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი; შმაგი კობახიძე - ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სალომე აშშ
ფოტო - დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით პრეზიდენტი ზურაბიშვილი რესპუბლიკელების წინასაინაუგურაციო შეხვედრაზე იმყოფებოდა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის მომავალი კაბინეტის წევრებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოსა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ პიტ ჰეგსეთს შეხვდა.დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით ზურაბი...

პოლიტიკა 1737176645

სანიკიძე ზარქუა
ვიქტორ სანიკიძის შპს-ს სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს – ,,ფლანგვის დეტექტორი”

,სანიკიძის გადეპუტატებიდან 5 თვეში, შპს ,,ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას” სახელმწიფო ქონება 50 წლით, სრულიად უსასყიდლოდ გადაუფორმეს” – წერს ,,ფლანგვის დეტექტორი”: ,, 2020 წელს პარლამენტარმა სპ...

პოლიტიკა 1737176448

ივანიშვილი
დიდ ბრიტანეთში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას 18 დეპუტატი უერთდება

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ...

პოლიტიკა 1737176313

ჭყონია
"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა" -| თემურ ჭყონია

"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  განაცხადა. "როდესაც სა...

პოლიტიკა 1737125995

გიორგი ფარცვანია
ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვეს

გენერალმა სირკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ჯილდო "ოქროს ჯვრით" უკრაინაში მებრძოლი გიორგი ფარცვანია დააჯილდოვა. ფარცვანიამ 2024 წელს აგვისტოს ომის დღეებში რუსეთში საქართველოს დროშა გაშალა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1737124074

კობახიძე ივანიშვილი
ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს

ბიძინა ივანიშვილი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს და ფაქტობრივად ერთი-ერთში იმეოებს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გუშინდელი განცხადებას. ოლიგარქის პრემიერი ირ...

პოლიტიკა 1737123966