პოლიტიკა • 1695894881 317
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილებას - საპროტესტო ბანერებზე/მაისურზე წარწერა"ირაყლის" გამო დაკავებული უფლებადამცველების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს.
SJC წერს, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებისთვის საპროტესტო ბანერების დახევა და მათი დაკავება შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევას წარმოადგენს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 ივნისის მოვლენების შეფასებისთვის არსებითია მშვიდობიანი შეკრების ცნების განსაზღვრა - შეკრება მშვიდობიანად უნდა ჩაითვალოს თუ მისმა ორგანიზატორებმა მშვიდობიანი განზრახვები გააჟღერეს და აქციის მონაწილეთა ქცევა არაძალადობრივია.
"იმის გათვალისწინებით, რომ 2 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეები არ არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს, აშკარაა, რომ კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევის დამაჯერებელი და ანგარიშგასაწევი საფუძვლებიც არ გამოვლენილა", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ ბანერები, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდისა და გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების გასაპროტესტებლად გამოიყენებოდა, შეუძლებელია მივიჩნიოთ ღირებულებისგან დაცლილ ან/და ანტისაზოგადოებრივ გამოხატვად.
"საპროტესტო ბანერებზე გამოსახული წარწერა - „ირაყლი“ ვერ იქნება მიჩნეული გამოხატვის არაეთიკურ და შეურაცხმყოფელ ფორმად, თუმცა ასეთად მიჩნევის შემთხვევაში ის მაინც ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ "გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეესაბამება სოციუმში გაბატონებულ შეხედულებებს ან საზოგადოებისათვის სასარგებლოდ, მისაღებად ან/და უვნებლად მიიჩნევა და მიმართულია საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების წახალისებისკენ, არამედ, მათ შორის, განიხილება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ ინფორმაციად", - წერია განცხადებაში.
SJC წერს, რომ 2 ივნისის აქციაზე განვითარებულმა მოვლენებმა (და შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებამ) უკვე ტენდენციად ქცეული პრობლემები გამოკვეთა:
საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული დაკავება ძირითადად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შაბლონად ქცეული 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე ხდება. აღნიშნული მუხლები გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოქალაქეების პროტესტი სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში;
პოლიცია დაუსაბუთებლად იყენებს დაკავების მაქსიმალურ 48 საათიან ვადას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით,31 დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა (მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ეს ვადა 24 საათით შეიძლება გაგრძელდეს), სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, პოლიცია ხშირად მაქსიმალური ვადას სათანადო მიზნისა და დასაბუთების გარეშე, სადამსჯელო მექანიზმის სახით იყენებს;
დაკავებულებს არ განუმარტავენ დაკავების საფუძველს და მათ უფლება-მოვალეობებს - 2 ივნისს დაკავებული ყველა აქტივისტი და უფლებადამცველი აღნიშნავდა, რომ არცერთი მათგანისთვის არ განუმარტავთ მიზეზი, თუ რატომ აკავებდა მათ პოლიცია;
დაკავებულები არა უახლოეს, არამედ სხვა ქალაქში არსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. განსახილველ შემთხვევაში აქციის მონაწილეები, შესაბამისი ახსნა-განმარტების გარეშე, თელავისა და გურჯაანის იზოლატორებში გადაიყვანეს. არსებული პრაქტიკა ბადებს ეჭვს, რომ იზოლატორის შერჩევა არა ობიექტური საჭიროებებით, არამედ დაკავებული პირისა და მისი ადვოკატისთვის დისკომფორტის შექმნით იყო განპირობებული;
სასამართლოს გადაწყვეტილება, ნეიტრალური და სანდო მტკიცებულებების ნაცვლად, პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობა.33 განსახილველ საქმეშიც, ძირითადად, არ არსებობდა სამხრე კამერების ჩანაწერები. შსს-მ მხოლოდ ედუარდ მარიკაშვილის საქმეზე წარადგინა ჩანაწერი, რომელიც მის დაკავებამდე წყდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება ძირითად, მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეფუძნა;
მათივე შეფასებით, 27 ივნისის გადაწყვეტილებაც კიდევ ერთი სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს. "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეწყვიტოს აქტივისტების დაკავების უსაფუძვლო და გაუმართლებელი პრაქტიკა;საქართველოს გენერალურ პროკურატურას-დაუყოვნებლივ დაიწყოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება პოლიციელის35 სავარუდო ცრუ ჩვენებისა და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტებზე;თბილისის სააპელაციო სასამართლოს-გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, უფლებადამცველების საქმე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვით შეაფასოს და გამორიცხოს მათ ქმედებებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა;საქართველოს პარლამენტს - დროულად უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კანონმდებლობის რეფორმირება;საკონსტიტუციო სასამართლოს - ოპტიმალურ ვადაში განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები.
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება