„ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აქტივობასთან დაკავშირებით, მომსვლელ მხარდამჭერებთან დაკავშირებით - ამით კანონი არ ირღვევა“ - კახა კალაძე
პოლიტიკა • 1730358411

„ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. NDI da IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება და მათი მოყვანა არჩევნების დღეს“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საარჩევნო უბნებთან კოორდინატორების მობილიზების შესახებ დასმულ შეკითხვას.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებთან მყოფი ადამიანები პროცესს საარჩევნო შტაბის ინფორმირებისთვის აკვირდებიან, რათა პარტიამ იცოდეს, როგორია აქტივობა.
„ამით არც კანონი ირღვევა, არც დანაშაულია. ამაზე NDI და IRI ტრენინგებს გვიტარებდნენ პარტიებს, როგორ უნდა მოახდინო მხარდამჭერების მობილიზება, არჩევნების დღეს როგორ უნდა უზრუნველყო მათი მოყვანა. თქვენ რომ წარმოაჩენთ, თითქოს ეს არის კანონდარღვევა, არანაირი კანონდარღვევა არ არის. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მოჰყავთ ჩვენი პარტიის მხარდამჭერები. ასეთივე მობილიზებას აკეთებენ სხვა პარტიებიც. ის, რომ ადამიანი სიებით დგას და უყურებს, რომელი ჩვენი მხარდამჭერია მოსული, ვინ უნდა მოვიდეს, ეს ჭირდებათ იმისთვის, რომ შტაბს ჰქონდეს სრული ინფორმაცია, აქტივობასთან დაკავშირებით, მომსვლელ მხარდამჭერებთან დაკავშირებით. ჩვენ ხომ ვიცით წინასწარ, ვინ არის ჩვენი მხარდამჭერი. ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, ვიღაც მიდის და „ლელოს“ ეუბნება, ვიღაც - „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ჩვეულებრივი საარჩევნო პროცესია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593