"ისინი შეძლებენ აღადგინონ და გახადონ ჩვენი ურთიერთობები ჭეშმარიტად მეგობრული" - კოსაჩოვის შეფასებები ქართველი მოსწავლეების რუსულ პროექტში მონაწილეობაზე

პოლიტიკა 1783836000

ქართველი მოსწავლეები რუსულ პროექტში

"საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა დაასრულეს რუსულ პროექტ „ხსოვნის მატარებელში“. უფროსკლასელებმა რუს, ბელარუს და სხვა ქვეყნების თანატოლებთან ერთად ბელარუსისა და რუსეთის 13 ქალაქი მოინახულეს. პროექტის მარშრუტი „დიდი სამამულო ომის“ ისტორიას მიეძღვნა." - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია და შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებენ.

საიუბილეო სეზონი მინსკში დასრულდა, სადაც თბილისელმა მოსწავლემ, ორგანიზატორებთან ერთად, საერთო პანოზე მინსკის სიმბოლიკიანი აბრა დაამაგრა, როგორც „ხალხთა ერთიანობისა და საერთო ისტორიული მეხსიერების სიმბოლო“.

რუსულ პროექტში ქართველი მოსწავლეების მონაწილეობას კრემლის მაღალჩინოსნების შეფასებები მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ კოსაჩოვმა, განსაკუთრებით გამოყო ქართველი ბავშვების ჩართულობა და მათ „კეთილი ნების ელჩები“ უწოდა:

„დარწმუნებული ვარ, ისინი შეძლებენ იმას, რაც, შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძელით — აღადგინონ და განავითარონ ჩვენი ურთიერთობები, გახადონ ისინი ჭეშმარიტად მეგობრული“.

ბელარუსის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოს წევრმა, ალექსანდრ ლუკიანოვმა კი ხაზი გაუსვა ბელარუსის გათავისუფლებაში ქართველების წვლილს:„ვამაყობთ, რომ ჩვენს სამშობლოს მთელი მრავალეროვანი საბჭოთა ხალხი ათავისუფლებდა, რომლის პირველ რიგებშიც ჩვენი ძმები - ქართველები იდგნენ“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძე კახა 1
ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებით - კალაძე "ინტერრაოს" დასანქცირებაზე

„ეს ბიზნესსაქმიანობაა და სახელმწიფოს მხრიდან მასში უხეშად ჩარევა, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც 2012 წლიდან მოვყვებთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის მი...

პოლიტიკა 1786096179

საქბანკი
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება

მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში ადგილობრივი ბიზნესების გაერთიანებას განაგრძობს. პროექტის მთავარი იდეა ერთმანეთის მხარდაჭერაა და წახალისებაა, წესები კი მარტივია: სტუმრობ ერთ ობიექტს, სადაც გხვდება სპეციალ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786095246

დაკავება კომპიუტერულ მონაცემებზე
უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000$ მიითვისეს - კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, მეორეს მიმართ დევნა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსური სარგებლის მიზნით,  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის  ბრალდებით, 1 პირი დააკავეს,...

კრიმინალი 1786094675

გურამ დადიანიძე
"კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები" - ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ხმა ისმის

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვ...

საზოგადოება 1786090620

თურქები დაკავება
თურქეთის მიერ ძებნილი 2 პირი აჭარაში დააკავეს - ბრალად იარაღის უკანონო ტარება და საზღვრის კვეთა ედებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი 2 პირი, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-...

კრიმინალი 1786086000

საქბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1786028400