"ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს" - რა რეაქციები მოჰყვა ირანის ელჩის განცხადებას ქეთევან დედოფალზე

პოლიტიკა • 1790691361

ირანის ელჩი ქეთევანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, ალი მოუჯანის განცხადებას წმინდა ქეთევან დედოფლის შესახებ არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ელჩის სტატუსის ქვეშ მოულოდნელად ასობით სამადლობელი კომენტარი გაჩნდა. ამის პარალელურად "ოცნების" წარმომადგენლებმა ელჩს ურჩიეს ისტორიული წიაღსვლებისგან თავი შეიკავოს.

ალი მოუჯანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისში ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა. ელჩმა ასევე დააანონსა პირადად ჩატარებული კვლევის გამოქვეყნება ქეთევან წამებულზე.
მისი თქმით, დედოფლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს და კვლევა, რომელსაც იგი წარადგენს, ისტორიკოსის პირადი ხედვა იქნება.

„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.

მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.

წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.

შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს.“ - დაწერა ირანის ელჩმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს დიპლომატიური პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდა:

„მინდა, მას შევახსენო, რომ თავის დროზე საქართველოსა და სპარსეთს მძიმე ისტორია ჰქონდათ და ეს ნებისმიერი ქართველისთვის მგრძნობიარე საკითხია. მას ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, რადგან ეს მისი საქმე არ არის. თუ სურს, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობა შენარჩუნდეს, მსგავს გამოხტომებს თავი უნდა დაანებოს“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელჩის ქმედებები ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტს სცდება:

„ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულოს საკუთარი ფუნქცია. ის წიაღსვლებით მოქმედება, რაც მას ახასიათებს, აბსოლუტურად არარელევანტურია. ეს არ შედის ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში — მით უმეტეს, არც ელჩისა და საელჩოს საქმიანობაში“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერის, დეკანოზ გიორგი ზვიადაძის თქმით, ისტორიის შეცვლის მცდელობა მიუღებელია და საპატრიარქოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება:

„ქეთევან დედოფალი არის საქართველოს ეკლესიის მნათობი და დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას აქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. მცდელობა, შეცვალო ისტორია და ამას სხვა სარჩული მოუძებნო, აბსოლუტურად მიუღებელია. აუცილებელია, რომ საპატრიარქომ ამას შეფასება მისცეს“.

ისტორიული კონტექსტი: ქეთევან დედოფალი 1624 წლის 13 სექტემბერს, ირანის ქალაქ შირაზში, შაჰ-აბას I-ის ბრძანებით, სასტიკი წამებით მოკლეს. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დედოფალი წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღეა 26 სექტემბერი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველო-ევროკავშირი
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ლუქსემბურგში დღეს, 12 ოქტომბერს გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ, - ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერ...

პოლიტიკა • 1791794102

ავარია ძამა
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა - შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათგან 4 არასრულწლოვანია. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს. შემთხვევ...

შემთხვევა • 1791792613

საქბანკი
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791791311

ზოდიაქო
12 ოქტომბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

12 ოქტომბრის ენერგიები გამოირჩევა ახალი სამუშაო კვირის აქტიური დაწყებით, საქმიანი მიზანმიმართულობითა და ორგანიზატორული უნარების გაძლიერებით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, სწრაფად გადავრთოთ ყურადღება დასვ...

ეს საინტერესოა • 1791749100

ზელენსკი
დონალდ ტრამპმა ენერგეტიკული ზავის შესახებ გამოაცხადა — კიევი მზადყოფნას გამოთქვამს, მოსკოვი დუმს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. „დღეიდან ძალაში შედის ე...

რუსეთ-უკრაინის ომი • 1791746430

პატრიარქი შიო
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას, ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება - პატრიარქი

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრის...

საზოგადოება • 1791726325