იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის რეესტრის ვებგვერდი აამოქმედა

პოლიტიკა 1722851647

არა რუსულ

იუსტიციის სამინისტრომ აამოქმედა რუსული კანონის ფარგლებში ორგანიზაციების დასარეგისტრირებლად განკუთვნილი რეესტრის ვებგვერდი. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ, ამ რეესტრში დარეგისტრირებას რუსული კანონი ავალდებულებთ. ამ დროისთვის, [5 აგვისტო, 13:34] ამ რეესტრში არც ერთი ორგანზიაცია არ იძებენება. 

 


ცნობილია, რომ ონლაინმედიები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტების რეესტრში და რუსული კანონის მიღების შემდეგ მათ დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. რუსული კანონი სამი - პრეზიდენტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების - სარჩელებითაა გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს მოუწევდათ განაცხადების გაკეთება, რადგან კანონი ამ დღიდან ამოქმედდა.

"თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას", - თქვა მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888

სააკაშვილი სასამართლო
„საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და მეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტი ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

 მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლა ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მს...

პოლიტიკა 1739201128

კობახიძე
„ვამაყობთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად“ - ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კო...

პოლიტიკა 1739201047

კობახიძე ღარიბაშვილი
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში სტუმრებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრად მოხსენიებულია ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე 11 თებერვალს სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე.  სამიტის ოფიციალურ პრესრელიზში კი სტუმრებს შორის საქარ...

პოლიტიკა 1739199422

ლონდა თოლორაია
სტრასბურგმა ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე წარმოებაში მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "უფლებები საქართველოს" ავრცელებს.   გადაწყვეტილება სასამართლოს ოფიც...

პოლიტიკა 1739198853