„ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა“ - ნათელაშვილი ტრამპ-თაუერის მშენებლობაზე
პოლიტიკა • 1778943793
ივანიშვილი იმ დონის ავაზაკია, ცდილობს აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა იპოდრომის ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ტრამპ-თაუერის მშენებლობას გამოეხმაურა.
ნათელაშვილი ამბობს, რომ "ლეიბორისტული პარტია" არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა ამ გზით მაოხერხოს სანქციებისგან თავის დაღწევა.
უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ ყველა პროვოკაციაზე, რასაც რუსი ოლიგარქი გეგმავს - განაცხადა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
მან ბრიფინგიდან მიმართა დონალდ ტრამპსაც - ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება არა ტრამპ-თაუერი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება, რის შემდეგაც ჩვენ ავაშენებთ აქ ტრამპ თაუერსაც და ტრამპის სახელობის ქალაქსაც აბრეშუმის გზაზე.
ქართული ცივილიზაცია ათასწლეულები ცხენით, მერანით მოდიოდა და მისი გამოხატულება, ძეგლი უკვდავი გახლდათ იპოდრომი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც დღეს ივანიშვილმა მიიტაცა და იავარჰქმნა. ხედავთ იპოდრომის ნარჩენს, რა ვითარებაა, ტექნიკა შემოსული, ხეები გაჭრილი და ყველაფერი განადგურებული.
მოგეხსენებათ, ჩვენ "ლეიბორისტული პარტია" 12 წელი ვიბრძოდით ოლიგარქის დასანქცირებისთვის და 2024 წლის ბოლოს ვაშინგტონმა დაასანქცირა ეს უდიდესი ეროვნული და საერთაშორისო ბოროტება, რის შემდეგაც ის ტყავიდან ძვრება, რათა რაიმე ხვრელი მონახოს ამერიკის ხელმძღვანელობასთნ და გამოძვრეს ძალიან რთული პროცესიდან, სადაც მოხვდა და წინასწარ ვეუბნები, რომ ვერ გამოვა.
ახლა ცნობილი ხდება რომ გააფორმა ხელშეკრულება "ტრამპ ორგანიზეიშენთან", რომელიც ნიუ-იორკში წარმოადგენს ამერიკის პრეზიდენტის საოჯახო კომპანიას და გასცემს ლიცენზიებს ცათამბრჯენების, ტრამპ-თაუერების მშენებლობაზე და გააფორმა კონტრაქტი მის მიწაზე ტრამპ-თაუერების მშენებლობის შესახებ. მან პარტნიორებად გაიჩინა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებაზე წარდგენილი ცნობილი "ნავთობმაფიოზა" ფხაკაძე, ვისოლის მფლობელი და ცნობილი კორპუსების მშენებელი და არაბთა ჩამომსახლებელი ქოცი დეპუტატი წულაია. აპირებენ, რომ აი ამ გზით მოახერხონ სანქციებისგან გამოძრომა. ანუ, ცდილობს ამერიკის პრეზიდენტის ოჯახზე გაკვალოს კორუფციის გზა, იმ დონის ავაზაკია.
ამას პირველ რიგში არ დაუშებს პრეზიდენტი ტრამპი და რა თქმა უნდა, ჩვენც ამაში ხელს შევუწყობთ. უკვე ვაცნობეთ ამერიკის კონგრესს, სენატს, სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის ყველა მთავარ მასმედიას იმ ყველა პროვოკაციაზე, რასაც რუსი ოლიგარქი, პუტინნაცვალი, საკუთარი ერის და ქვეყნის გამანადგურებელი გეგმავს ამჯერად ამერიკის წინააღმდეგ მათი დისკრედიტაციისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ შემთხვევაში იმას, რომ მოხდეს მისი რაიმე ფორმით გამოძრომა სასანქციო მარწუხებიდან და მოვუწოდებთ შტატების პრეზიდენტს - ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ აქ გვჭირდება არა ტრამპ-თაუერი, არამედ რუსი ოლიგარქის მოცილება, მისი და მისი გარემოცვის სრული დასანქცირება, მაგნიტსკის სიაში შეყვანა, მეგობარი აქტის სასწრაფოდ მიღება სენატში, რეჟიმის ჩამოშლა, რის შემდეგაც ჩვენ ავაშენებთ აქ ტრამპ თაუერსაც და ტრამპის სახელობის ქალაქსაც აბრეშუმის გზაზე. დარწმუნებული ვარ შტატები იმოქმედებს ქართველი და ამერიკელი ხალხების სტრატეგიული ინტერესების შესაბამსიად, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ამ გეოპოლიტიკურ მაგისტრალზე, აბრეშუმის გზაზე მოისპოს და დამთავრდეს პუტინიზმის ბატონობა და მსიი სატელიტების გრიალი", - განაცხადა შალვა ნატელაშვილმა.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










