„ივანიშვილის მომავალი რუსეთშია“ - გიგა ლემონჯავა

პოლიტიკა 1765716965

ლემონჯავა

ერთადერთი ადგილი, სადაც ივანიშვილის მომავალია, სადაც ივანიშვილი საკუთარ მომავალს ხედავს არის რუსეთი, - ასე ეხმიანება შაბათის ეთერის გამოძიებას კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა.

 

ოპოზიციონერის თქმით, ამის მიუხედავად, ვერც რუსეთი იქნება ივანიშვილისთვის უსაფრთხო, რადგან ავტოკრატებს და დიქტატორებს, რომლებიც კრემლს აღარ სჭირდება, როგორც წესი, არასახარბიელო ბედი ელით ხოლმე.

 

ერთადერთი ადგილი, სადაც ივანიშვილის მომავალია, სადაც ივანიშვილი საკუთარ მომავალს ხედავს და სადაც ჩვენც ვხედავთ მის მომავალს, ქართველი ხალხი, არის რუსეთი. სხვა თავშესაფარი ივანიშვილს არ ექნება, ოღონდ ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რა მოსდისთ ავტორიტარებს, დიქტატორებს, რომლებიც კრემლს აღარ სჭირდება. აი, ასადის მაგალითი არის ძალიან კარგი ივანიშვილისთვის. ასადი, როგორც იცით, რამდენიმე თის წინ მოწამლეს მოსკოვში. ამიტომ, მოსკოვიც არ იქნება უსაფრთხო თავშესაფარი ივანიშვილისთის, - ამბობს გიგა ლემონჯავა. 

 

„შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში მოქმედ კომპანიაში „აკვა სფეისი“ საეჭვო ფინანსური აქტიურობა დაფიქსირდა. ირკვევა, რომ  ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში აქვს კომპანია „აკვა სფეისი“, რომელიც მისი დისშვილის, კახა კობიაშვილის სახელზეა გაფორმებულია და დაკავშირებულია ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორთან. გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოძიებული 2023–2024 წლების დოკუმენტების მიხედვით, ამ კომპანიის ანგარიშებზე ბოლო ორ წელიწადში დიდი თანხების ბრუნვა დაფიქსირდა, თუმცა რა ოპერაციებს ეხებოდა - დოკუმენტებში არ წერია. „აკვა სფეისი“ ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასა და გაქირავებაზე არის ორიენტირებული; კომპანიას მოსკოვში ოფისი აქვს და თანამშრომლების რაოდენობაც ექვსამდე გაიზარდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეათე კლასი ისტორია
X კლასის ისტორიის წიგნი 1918-1921 წლების გარეშე?!

საქართველოს ისტორიის მეათე კლასის სახელმძღვანელოში, რომლის ავტორებიც ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია და ალექსანდრე ბოშიშვილი არიან, პირველი რესპუბლიკის პერიოდი (1918–1921 წწ.) ნახსენები არ არის. არსებულ...

განათლება 1789310296

მიქანაძე
"ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს" - გივი მიქანაძე

მთავრობა პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები და კრედიტები უმაღლეს განათლებაში აღიარდება. გივი მიქანაძის თქმით, ცვლილების მიზანი...

განათლება 1789282609

ზოდიაქო
13 სექტემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

13 სექტემბრის ენერგიები გამოირჩევა ემოციური სიმწიფის, შინაგანი სიცხადისა და მიზანმიმართული მოქმედებების ჰარმონიული სინთეზით. კოსმოსური ფონი გვეხმარება, გონება გავათავისუფლოთ ზედმეტი შფოთვისგან და ყურა...

ეს საინტერესოა 1789243500

ბურჭულაძე ღარიბაშვილი
რა ილაპარაკა პროკურატურასთან გარიგების სანაცვლოდ ბურჭულაძემ ღარიბაშვილზე - „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი სასამართლო პროცესიდან (ვიდეო)

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა აუდიოჩანაწერი იმ სასამართლო პროცესიდან, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძემ ხელი უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლს, ირაკლი ღარიბაშვილს დაადო. პროცესზე ბურჭულაძეს ჰკითხეს, შედიოდა თუ არა...

პოლიტიკა 1789239110

ნინო ნადირაძე
"რა ფსკერი უნდა იყო ადამიანი ექიმთან შეხვიდე, თავი შეაცოდო, დრამა დაუდგა და მერე დააჭერინო... არ არის ეს ქართული, არ მოსულა..." - ნინო ნადირაძე

ახმეტაში ყალბი რეცეპტის გამოწერის ბრალდებით ნევროლოგ მაია კოხტაშვილის დაკავებას ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი მკვეთრად უარყოფითად აფასებს მომხდარს და იმ პირის ქმედ...

საზოგადოება 1789228734

ხარაბაძე მაღლაკელიძე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს - IPN

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებებში განუცხად...

პოლიტიკა 1789226476