„ჯერ გოგა მემანიშვილმა სახელით დამიძახა და ამის შემდეგ დამაკავეს“ - დიმა ბიძინაშვილი
პოლიტიკა • 1738842479
პირველი ინტერვიუები სინდისის გათავისუფლებულ პატიმართან - დიმა ბიძინაშვილი ამბობს, რომ ამაყი და თავისუფალი შევიდა იზოლატორში, რადგან იცოდა, რომ ქვეყნის სიყვარულისთვის აკავედებნენ.
გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული რეჟიმის ტყვე "პირველებთან" დაკავების მომენტს დეტალურად იხსენებს და ამბობს, რომ დაკავების წინ მან პოლიციის მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა სახელით დაუძახა, ამის შემდეგ გდდ-ს ტანამშრომლებმა იდენტიფიცირება მოახდინეს მისი და მოხდა მისი დაკავება.
ეს არის სასჯელი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო - ეუბნება დიმიტრი ბიძინაშვილი "პირველებს".
დაკავების დღიდან ვიცოდი, რომ ეს საქმე მაინც სისხლის სამართლის საქმედ იქცეოდა. ციხეში შესვლაც არ იყო იმ სიმძიმის, როგორც შეიძლება სხვამს წარმოიდგინოს. პირიქით, ისეთი თავისუფალი და ამაყი არასოდეს რ ვყოფილვარ, როდესაც პირველად, ბრალის წარდგენის შემდეგ შემიყვანეს იზოლატორში. ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო დანაშაული. ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ თავისუფლებისა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი. ეს იყო ჩემთვის პატივი. გზის სავალ ნაწილზე საერთოდ არ ვყოფილვარ. ვიდექი კუთხეში, ზურგით ვიდექი პოლიციელებთან, რა დროსაც გოგა მემანიშვილმა დამიძახა სახელი, ინსტიქტურად მოვტრიალდი და ამ მოტრიელბის შემდეგ მეუბნება, რომ იქით წავსულიყავი, საითკენაც ისედაც მივდიოდი. როდესაც მობრუნდი, ეგრევე ნიღბიანები მეცნენ და დაიწყეს დაკავება. დაძახება იყო დაზუსტება, მართლა მე ვიყავი თუ არა. დაზუსტებით იჭერდნენ ხალხს. ანუ რეჟიმი არჩევს ისეთ ხალხს, რომ ყველა სფეროში შევიდეს,რომ რაღაცნაირად შიში დათესოს", - ამბობს დიმა ბიძინაშვილი.
ჯერ გოგა მემანიშვილმა სახელით დამიძახა და ამის შემდეგ დამაკავეს - პირველი ინტერვიუ დიმა ბიძინაშვილთან
პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ გიგი უგულავასთან
შემომახიეს ტანსაცმელი, გდდ-ს თანამშრომლებმა მანქანამდე მიყვანამდე მცემეს - პირველი ინტერვიუ გათავისუფლებულ ვასილ ელიავასთან
გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა რუსთავის საპატიმრო გუშინ გვაინ ღამით დატოვეს. სასამართლომ Tbilisi Mall-თან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ რვავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
უფრო კონკრეტულად, გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
საპატიმრო გირაო პროცესზე პროკურატურამ მოითხოვა.
ნიუ-იორკის Lower East Side-ში ქართველი ფოტოხელოვანის, ბაკურ თვრინელის, მიერ დაფუძნებული ახალი სივრცე - The White Loft ოფიციალურად გაიხსნა. სტუდიის გახსნას ესწრებოდნენ საერთაშორისო ჟურნალების წარმომადგ...
საზოგადოება • 1768640523
ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი 17 წლის კარატისტი ნინი მამარდაშვილი ემსხვერპლა | ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
შემთხვევა • 1768639057
ირანული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს. აშშ-ში დაფუძნებულმა HRANA-მ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 3...
მსოფლიო • 1768635795
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი" ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს - დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2...
კრიმინალი • 1768633614
აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა "სამთავრობო პრივილეგია" იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება...
მსოფლიო • 1768631783
"ჩემო მამაცო თანამემამულეებო,მსოფლიოს მოტყუებისა და დროის მოგების მცდელობისას, ისლამური რესპუბლიკის კრიმინალური რეჟიმი და მისი სისხლისმსმელები დიდ ტყუილს ამბობენ, რომ ირანში ყველაფერი „ნორმალურია“. მა...
მსოფლიო • 1768629642












