„ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი“ - კობახიძე
პოლიტიკა • 1781004810
ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი - ასეთია ირაკლი კობახიძის პირველი გამოხმაურება მას შემდეგ, რაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოში ჩინეთის და რუსეთის გავლენების საწინააღმდეგო კანონპროექტი დაამტკიცა.
იმ ფონზე, როცა კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ აქტი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა, კობახიძემ დღეს იმედი გამოთქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან საუბრები შედეგის მომტანი იქნება.
ჯო უილსონი არის აბსოლუტურად არასერიოზული კაცი - ეს ერთი. მეორე - ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტთან, გვაქვს კონკრეტული საუბრები და გვაქვს იმედი, რომ ეს საუბრები მოიტანს შედეგს და შედეგი უნდა იყოს რა? - სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ჩვენ ვინარჩუნებთ ოპტიმიზს იმასთან დაკავშირებით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკას შორის განახლდება. ჯო უილსონი არის არასერიოზული კაცი, რომელიც საქართველოს უწოდებს პროირანულს, პროჩინურს და შეიძლება ასეთი კაცი სერიოზულად მიიჩნიოს ვინმემ? კაცი რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პროირანული, რამდენად არასერიოზულია ხომ ხვდებით? ხვალ გამოვა და იტყვის პროკამბოჯური ხელისუფლება ვართ - საოცრებაა, ასეთი არასერიოზული არაფერი მინახავს", - აცხადებს კობახიძე.
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია aktual.ge ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის კაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამა მოკლა. შემთხვევის ად...
კრიმინალი • 1784282118
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.გამოძი...
კრიმინალი • 1784281815
ელექტრო სტიმულაცია წარმოადგენს თანამედროვე ფიზიოთერაპიულ მეთოდს, რომელიც გამოიყენება ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის. იგი ეფუძნება დაბალი ინტენსივობის ელექტრული იმპულსების გამ...
საზოგადოება • 1784275999
თბილისი ენერჯის ინფორმაციით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზის მიწოდება მთაწმინდის რაიონში 10 000 აბონენტს ავარიულად შეუწყდა: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 34, 36, 36/34, კაკა...
საზოგადოება • 1784275014
ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ფიზიოთერაპევტს ან რეაბილიტაციის სპეციალისტს მიმართავენ. ქრონიკული თუ მწვავე ტკივილი მნიშვნელოვნად ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას, ამცი...
საზოგადოება • 1784273697
17 ივლისის ასტროლოგიური ფონი ინტენსიური, დინამიკური და გარდამტეხი ენერგიებით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ძველი, მუშაობის არმქონე მოდელების მსხვრევას და გზას უხსნის სრულიად...
ეს საინტერესოა • 1784234560











