კახა კალაძე: არც ერთი ქვეყანა, რომელიც აფინანსებს არასამთავრობოებს, ერთ თეთრს არ გასცემს ისეთი პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა

პოლიტიკა 1744884181

კალაძე კახ

თბილისის მერის განცხადებით, არც ერთი ქვეყანა, რომელიცაფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ერთ თეთრს არ გასცემს ისეთი პროექტებისთვის, რომელთა მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაა.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებულ კონკურსში „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ გამარჯვებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქემ შექმნა, პირობითად, არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი ინტერესი არის ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება, პატრიოტიზმის გაღრმავება და ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვს სურვილი, რომ მიიღოს გრანტი. მერწმუნეთ, არც ერთი ის ორგანიზაცია, არც ერთი ის ქვეყანა, რომელიც აფინანსებს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ტიპის პროექტებისთვის ერთ თეთრს არ გასცემს. მათი მთავარი მიზანია და ამოცანაა, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, დააპირისპირონ ერთმანეთთან მოქალაქეები, მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალებები, დააფინანსონ ტრენინგები და შეფუთონ ეს ისე, ვითომ არის მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის. სინამდვილეში ნახა საზოგადოებამ, რაზე მიდიოდა საუბარი და როგორ უხსნიდნენ ადამიანებს, როგორ ატრენინგებდნენ, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება.

ეს არის მარტივი მოცემულობა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს ნაბიჯებს, რომ დაიცვას ქვეყნის ინტერესები და არავის მისცემს შესაძლებლობას, მით უმეტეს გარედან, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქართული ოცნება
მტრული გარემო სამსახურში, მუქარა და შეურაცხყოფა - როგორ იქცა „ოცნების“ ე.წ. რეფორმა საჯარო უწყებებში პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად

 "საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“ - როგორ იქცა ე.წ. რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად - ანგარიშს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" აქვეყნებს და პოლიტიკური ნიშნით, განსხვ...

პოლიტიკა 1747823981

ირაკლი რუხაძე
„იმედის“ დახურვის გადაწყვეტილება ბოლო-ბოლო ბადრი პატარკაციშვილმა“ – ირაკლი რუხაძე

ბადრი პატარკაციშვილს, რამდენადაც ვიცი, არ ჰქონია კონტაქტი არავისთან, – განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ, ალუდა ღუდუშაურის კითხვაზე, „იმედის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმ...

პოლიტიკა 1747823405

სასამართლო
ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა - ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა: "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკ...

სამართალი 1747823084

კობახიძე კიმ
„თავი არ აუწევია, მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, თავი არ აუწევია იმიტომ, რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ“ - კობახიძე

"ვესაუბრებით იმაზე, თუ რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ.გამოსვლაც მქონდა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მესამედი ჩემი სიტყვის დავუთმე იმას, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქარ...

პოლიტიკა 1747820667

რიყის დოქები გაიყიდა
„ოცნება“ „რიყის დოქების“ დემონტაჟს გეგმავს

ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ რიყის დოქების დემონტაჟს გეგმავს. ამის შესახებ ისაუბრეს როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ, ასევე ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.კახა კალაძის თქმით, აღნიშნ...

საზოგადოება 1747819832

 ვარკეთილის ავტოსადგომი
უცნობმა პირმა ვარკეთილის ავტოსადგომიდან მიკროავტობუსი გაიტაცა და 5 ავტომობილი დაამტვრია - მედია

ვარკეთილში 5 ავტომანქანა დაიმტვრა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. "მთავარის" ინფორმაციით, დაშავებული არავინაა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. როგორც "მთავარს" თვითმხილველებმა მიაწოდეს ინფორმაც...

კრიმინალი 1747819721