კახა კალაძე ოპოზიციაზე: არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას - ყველაფერი იმართება გარედან
პოლიტიკა • 1744884386
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დავალებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ის აგენტურა, რომლის შესაქმნელადაც, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანაში ასეულობით ლარი იხარჯებოდა, დღეს რადიკალური დაჯგუფების სახითაა წარმოდგენილი.
„ოპოზიციის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მისცემენ გარედან. არ იფიქროთ, რომ ისინი საკუთარ თავს ეკუთვნიან ან თავად იღებენ გადაწყვეტილებას - ყველაფერი იმართება გარედან, მით უმეტეს, ეს აგენტურა, ჩვეულებრივი დაქირავებული ადამიანები არიან, ხელფასებს, ფულს იღებენ. ბოლო წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონია დახარჯული ქვეყანაში აგენტურის შექმნაში. ეს უსამშობლო აგენტურაა წარმოდგენილი დღეს რადიკალური დაჯგუფების სახით. დღეს შეიძლება უთხრან, არ იღებთ არჩევნებში მონაწილეობასო, ხვალ, როგორც კი მიიღებენ მითითებებს, რომ კი, უნდა მიიღოთ მონაწილეობა, ადგებიან და თავჩაღუნულები მიიღებენ არჩევნებშიმონაწილეობას. ამ ადამიანებს არანაირი პრინციპი არ გააჩნიათ; არ გააჩნიათ სამშობლო, მისი სიყვარული. როდესაც ხარ აგენტი, რაზე უნდა ვისაუბროთ?“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899












