კახა კალაძე ოპოზიციის შესაძლო კოალიციაზე: ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული

პოლიტიკა 1709544312

კალაძეეე

„კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

„მე არ ვიცი რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ  მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888