კახა კალაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან

პოლიტიკა 1701857979    30

კალაძე

„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

„ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ, ასევე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებითარაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან უკვე დადებითი რეკომენდაცია არსებობს.

„საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და დადებითი რეზოლუციაც მიღებულია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ხაზარაძე ივანიშვილი
“თქვი რამდენი გადაიხადე ბიუჯეტში, რამდენი კაცი დაასაქმე, მერე მე განახებ, რამდენი მაქვს გადახდილი, რამდენი დასაქმებული” – მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს

“ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილს “ტვ პირველიდან” მიმართა და განაცხადა: ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმდენი გადახდილი ბიუჯეტში, რამდენიც მე და ჩემს შექმნილ კომპანიებს, ეს არის კანო...

პოლიტიკა 1708562713

საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720