პოლიტიკა • 1716375360
„ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის მაიკლ კარპენტერის მოსაზრების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვით, გამჭვირვალობის კანონი შექმნის იმგვარ კლიმატს, რომელიც ხელს შეუშლის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კანონის მიღება არანაირ კავშირში არაა არჩევნებთან.
„რა შუაშია არჩევნები გამჭვირვალობის კანონთან? შეგიძლიათ ერთი მაგალითი მოიყვანოთ, როგორ შეიძლება შეიზღუდოს არასამთავრობოების საქმიანობა გამჭვირვალობის კანონის მიღებით? კანონი ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს: როცა არასამთავრობო ორგანიზაცია გაქვს და თანხებს იღებ უცხოეთიდან, დონორი ორგანიზაციებიდან, ეს უნდა დაადეკლარირო და საზოგადოებას უნდა უთხრა, ვისგან მიიღე და რაში დახარჯე. სხვა არაფერზეა საუბარი. ამასთან რა შუაშია არჩევნები და ტოლობის ნიშნის დასმა აღნიშნულ კანონპროექტთან? რატომ უნდა დადგეს არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ? ჩვენ მოწადინებულები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია და თავისი შეხედულებები გაუზიაროს ქვეყნის მოსახლეობას. ქვეყნის მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვის ანდობს ქვეყნის ბედს და არა გარედან ვიღაცებმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აქცია იყო ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე. მოქალაქეები პოლიციის განყოფილებასთან იყვნენ მისული და სკანდირებდნენ "არა პოლიციურ რეჟიმს!", "ცეცხლი ოლიგარქიას!" და "გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!". მა...
პოლიტიკა • 1737901200
ალექსანდრ ლუკაშენკოს მტკიცებით, მას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ სურდა. "არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა... რამდენი შეიძლება, უკვე 30 წელია. სულ მცირე, უხერხულია უკვე...
მსოფლიო • 1737899299
გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 11:20 საათზე, 74.66 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.05%-იან ზრდ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1737894936
ოცნების პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამ...
პოლიტიკა • 1737891675
მამა შალვა კეკელიამ კიმბერლი ლოუს წმინდა მამა გაბრიელის ხატი აჩუქავიდეო: Gog Lik
საზოგადოება • 1737891037
შაბათის ეთერის ხმაურიანი რეპორტაჟის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ წინასაარჩევნოს პატიმრების ოჯახების გამოყენება რუსული რეჟიმის ხელწერაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ა...
პოლიტიკა • 1737887806
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი