კახა კალაძე: თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა

პოლიტიკა 1701859155

კალაძე

„თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვინმე და ვერც მოსახლეობას დააძალებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტია ან პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში, რადგან ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა,“ - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ოპოზიციასთან შეხვედრისას კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობაზე საუბრის შეფასებას.

თბილისის მერის განცხადებით, ის გამორიცხავს კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების რაოდენობის და შესაბამისი  კვლევების  გათვალისწინებით.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მომავალ არჩევნებზე  ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით  მოსვლის რესურსი აქვს.

„ზოგადად, ასეთ შეხვედრებს ჩვენ მივესალმებით. სტრატეგიულ პარტნიორებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კოალიციური მთავრობის თემას, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას წყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას ვერც გარედან გადაწყვეტს ვერავინ და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. ვფიქრობ, დღეს ერთადერთი რეალური ძალა, ვისაც აქვს გამარჯვების შანსი, კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომელიც ქვეყნდება. შეიძლება, ბევრი საეჭვო  დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობთ და მე ბევრჯერ მითქვამს, 2012 წლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ამხელა მხარდაჭერა არ ჰქონია, როგორიც აქვს დღეს.

მე გამოვრიცხავ კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას, არ არსებობს, იმიტომ რომ ქართული ოცნება არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მონა ანზორა
"აქ ცხოვრობს მოღალატე" - წარწერები რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის სახლთან

 "მონა ანზორა", "აქ ცხოვრობს მონა", "მოღალატე", - ამ შინაარსის წარწერები დაუტოვეს ბათუმელმა სამოქალაქო აქტივისტებმა "ოცნების" დეპუტატ ანზორ ბოლქვაძეს, რომელმაც 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხა...

პოლიტიკა 1717007593

ქალი და გოგო
„თითქოს თავზე დაგვაწვა ბნელი ღრუბელი, ბოლომდე გვჯეროდა, რომ სადღაც, რაღაც სხივი გამოაღწევს ამ სიბნელეში – კარგიც მინახავს ცხოვრებაში, ცუდიც, მაგრამ ჩემი შვილებისთვის უკეთესი მინდა, ამისთვის ვიბრძვი“ – ქალი ცნობილი კადრიდან

გუშინ, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და საბოლოოდ დაამტკიცა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებმა კვლავ ს...

საზოგადოება 1717003460

ფორთოხალი ჯაფარიძე
"ვინც ფორთოხალს დაიმსახურებს, ფორთოხალს ვესვრი" - ვიქტორ ჯაფარიძე

"ვინც ფორთოხალს დაიმსახურებს, ფორთოხალს ვესვრი", - ასე პასუხობს ფორმულას კითხვას რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ვიქტორ დოლიძე, რომელმაც მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა.   "მე ჩემს ცხოვრებაში არავინ დ...

პოლიტიკა 1717002326

მიხეილ სააკაშვილი
„კომპანია, რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა, 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს, 2020 წლიდან დასანქცირებული ყავს აშშ-ს“ - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოცქსელში წერს: ეს დასაწყისისთვის:კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:-- 2009-2017 წლებში...

პოლიტიკა 1717000499

პატიმარი
როგორ და რა მოტივით მიიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე სისტემამ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი

"დაკავებულ აქტივისტებს ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობენ" - შოკისმომგვრელი ამბები ციხიდან ადვოკატებს გამოაქვთ. ტერორი და წამება რუსული მეთოდებით.  რეპრესიების შედეგად ერთ-ერთმა დაკავებულმა თვითმკვლელობაც კი სც...

პოლიტიკა 1717000329

ფიშერი
"სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ" - ფიშერი

"სანამ ეს კანონი იფუნქციონირებს, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოს გაწევრიანების შესახებ", - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი BMG-ის ეთერში საუბრობს. საქართველო გასული წლის...

პოლიტიკა 1717000175